Power_VANOორმაგ გარდაქმნაში არის ნაგულისხმები ციფრულ ანალოგური კონვენტორის სიხშირე, როგორც მე ვხვდები

ანუ:
მუსიკალური ციფრული ინფორმაციის გარდაქმნისას გამოიყენება ფიქსირებული სიხშირე ანალოგური სიგნალის სინუსოუიდის დაყოფისას, რომელიც უნდა იყოს მინიმუმ 2 ჯერ მეტი ვიდრე სიხშირული დიაპაზონის მაქსიმუმი. ანუ 20 000 Hz გაორმაგებული მაჩვენებელი, რომელიც ადამიანის ყურს ესმის, . როცა კომპაქტ დისკის სტანდარტი დგინდებოდა, სონის და ფილიპსის შეთანხმების საფუძველზე ამოირჩა 44 100 Hz 16 ბიტით სემპლინგი. ამ სიხშირით აღებული ანალოგური სინუსოიდის სემპლები მაქსიმალურად ზუსტად ასახავდა მუსიკალური ხმის მოდელს ჩაწერის დროს და 70-იან წლებში ეს იყო მაქსიმუმი

. მაგრამ დროთა განმავლობაში კაცობრიობამ ისწავლა უფრო და უფრო ჩქარი სემპლების აღებას ტექნოლოგია ანალოგური სინუსოიდიდან, და ეხლა უკვე თითქმის სტანდარტი გახდა 192 000 Hz 24 ბიტიანი სემპლინგი. თუმცა ყოველდღიურად ეს სიჩქარე უფრო იმატებს და იმატებს.
ჩვენი რუსი კოლეგა გულისხმობდა რომ KIV-700-ს აქვს 44 100 Hz ციფრულ ანალოგური გარდაქმნელი, და ეს მისი აზრით დაბალი დონეა. რასაკვირველია 24 ბიტიანი 192 000 Hz ხმის გარდაქმნა უფრო კარგია, მაგრამ ამას რომ მოუსმინო სპეციალური CD უნდა იყიდო რომელზეც ჰაი-რეზოლუშენ აუდიო სიგნალი არის ჩაწერილი, რადგან ჩვეულებრივი კომპაქტ დისკი ისევ 44100 ჰერცი სიხშირით წაიკითხება.
mazurskiiლისტის ზომები არის 460X800 და ღირს:
1) AERO BUTYL-30 ლ. -ვიბროიზოლაცია
2) AERO WAVE-25 ლ. - ხმის არეკვლების დამშლელი, ხმის დამხშობი
3) AERO Neoprene-20 ლ.- ხმის დამხშობი, პანელების გასაჩუმებელი
ამ ლინკზე ნახე და ამოარჩიე რომელიც უფრო გჭირდება:
http://gladen.com/dampingmaterial.html