subaruforმემგონი ყველაზე გამართლებული იქნება ამერიკიდან ასეთი ადაპტერის ჩამოტანა, რადგან იქ შეიძლება მონახო და საკმაოდ იაფად Stinger-ის ესეთივე ადაპტერი და იქ ფასი ნაკლები გამოდის.
აქ ესეთი ადაპტერები აქვს CARAUDIO.GE-ის, მაგრამ ისინი არის ჰაიენდ კლასის MOSCONI-ის ადაპტერები და 99 ლარი ღირს! არამგონია გაწყობდეთ ეს ვარიანტი
საერთოდ საბ ვუფერზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს რას დააყენებთ, რადგან ხარისხი საბს დიდათ არ აინტერესებს
მუშაობით ესეთი ადაპტერები მუშაობენ საკმაოდ კარგათ, და ალბათ თქვენს შემთხვევაში ეს ერთადერთი გამოსავალია
AGENT007გეტყვით ერთ მაგალითს და გადაწყვიტეთ შემდგომში!
ახლობელმა არ დამიჯერა და ჩამოიტანა ბოსის მაგნიტოფონი ამაზონიდან! სახლში უდევს ეხლა სულ ახალი და ყიდის!
ჩემს გაფრთხილებებზე რომ რამე ცნობილი ბრენდი ეყიდა და ა.შ, არ დაუჯერა და სულ იდეალისტი და პერფექციონისტი მეძახა

მე შენნაირი ყურები არ მაქვსო და ვერ გავიგებ სხვაობასო, და ასევე რათ მინდა მე საკონცერტო დარბაზი მანქანაშიო? მონიტორი ექნებაო, და ასევე "ვიდი" ექნებაო და ეს ჩემთვის უფრო პრიორიტეტული არისო
სანამ მისი მაგნიტოფონი თავის კამერით ჩამოვიდოდა, შევადარებინე მონიტორიანი ბოსის ჟღერადობა ჩვეულებრივ 1 დინიან JVC-თან და ALPINE-თან შედარებით. ერთდაიდგივე დინამიკებზე გაუშვით სიგნალი ერთი სატესტო დისკიდან ჯერ ბოსიდან და მერე ბრენდებიდან.
მოკლედ ჩემი ახლობელი ეხლა ზიზს სახლში დაბოღმილი

ყიდის ბოსს რომელიც აღარც ჩაურთავს რომ ჩამოვიდა, და აგროვებს ფულს ალპაინისთვის

როგორც თვითონ მითხრა ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ყურები დაგუბებული მქონდაო და უცბად გამეხსნაო აი როგორც მთითან ჩამოსვლისას ხდება ხოლმეო

ასეთი სხვაობა ჟღერადობაში და დეტალიზაციაში თუ იქნებოდა ვერც ვიფიქრებდიო
ამ ისტორიის მორალი კიდევ შემდეგშია! არ არსებობს იაფიანი და ხარისხიანი რამ! ყოველთვის იმას ღებულობ ადამიანი რასაც იხდი! უფასო ყველი მარტო სათაგვურშია, ეს ხომ კარგათ ვიცით ყველამ! ან : ისე მდიდრები არ ვართ რომ იაფიანი რამეები ვიყიდოთ

არადა თვითონ ბოსი არ არის ცუდი ფირმა და მისი აპარატურა ბევრად უფრო ხარისხიანია ვიდრე ჩვენი ბაზრობების ვითომ პიონერები და სონები ("პაძელკები") რომელსაც მიაქვს აქაურობა, და რამაც დაღუპა საერთოდ ქარაუდიო ბიზნესი საქართველოში!
ბოსი ჩინური ბრენდია და ისე თუ ასე ცდილობს ხარისხის კონტროლს რათა თავის სახელს უფრთხილდება. მაგრამ აპარატმა რომ იჟღეროს კარგათ და ასე ვთქვათ " გემრიელათ დაუკრას" ის უნდა იყოს კარგი და ცნობილი ბრენდების აუდიო ნაწილებზე აწყობილი რაც თავის თავად ქმნის კარგ ჟღერადობას.
ეს ყველაფერი ძვირია და ჩინელმა თუ ეს თავის ბოსში გამოიყენა ის ეღირება როგორც პიონერი რადგან ორივე ჩინეთში იწყობა და მუშა ხელის გადასახადი ორივე ფირმას იგივე უჯდება! და აზრი მაშინ? ვინ იყიდის ბოსის აპარატს როცა პიონერი ღირს იგივე?
ამიტომაც ესეთი აპარატურა გათვლილია უბრალოთ ქარხნული "საშინელება"

მაგნიტოფონის შესაცვლელად და ისიც იმ ადამიანებისთვის ვინც უბრალოთ რადიოს უსმენს და ა.შ.
KalaSha1კი ამას გირჩევ! 117 მაგარი ვინმეა! იმიტომ რომ ვინმეა, და არა რამეა

ოღონდ ნახე რომ დანაშლელი არ იყოს და მგომარეობა კარგი ჰქონდეს. წარმატებები
This post has been edited by EMMA GEORGIA on 7 Apr 2014, 10:28
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)