ng571+1
medvujonok1000 ვატი თუ ოდესმე მოგისმენიათ მაშინ ალბათ დამეთანხმებით, რომ ამის მეათედიც საკმარისია სახლის პირობებში, რომ არაფერი ითქვას ავტომობილზე! კილოვატიანი აპარატურა თავისუფლად გაახმოვანებს მაგალითად დინამოს სტადიონს!

ასევე თეორიულადაც რომ ვთქვად რომ მაგალითად ესეთი სიმძლავრის აპარატურა დამონტაჟდა მანქანაში, ის საიდანღაც ხომ უნდა იკვებოს დენით? მანქანის ყველაზე დიდი გენერატორის სიმძლავრეც კი არ გამოდის იმის მეოთხედი სიმძლავრე რაც ასეთ გამაძლიერებელს დაჭირდება! აკუმულატორი? გაყვანილობა? წარმოგიდგენიათ რა ზომის და კვეთის უნდა უნდა იყოს ეს ყველაფერი?
სამწუხაროდ ეს იყო ჯერ იაპონური კომპანიების ხრიკი რომელიც შემდგომში ჩინელებმა აიტაცეს და გაამრავლეს 10 ან 100 ზეც
ყველა გამაძლიერებელს და დინამიკს აქვს ორი ძირითადი სიმძლავრის პარამეტრი რომელიც აღნიშნავს მათ შესაძლებლობებს.
1) ნომინალური სიმძლავრე იგივე RMS Power - ნიშნავს მაქსიმალურ სიმძლავრეს რომელზეც დინამიკს ან გამაძლიერებელს შეუძლია იმუშაოს შეუზღუდავი დროის განმავლობაში, და არ გადაიწვეს ან დაზიანდეს, და რაც მთავარია ყველა მისი ჟღერადობის პარამეტრი იყოს დაუმახინჯებელი-მიაქციეთ ამ სიტყვას დიდი მნიშვნელობა!
2) მაქსიმალური სიმძლავრე იგივე Peak power, Max. Power, Musical power- ეს არის პარამეტრი რომელიც უფრო ინჟინრებისთვის არის განკუთვნილი ვიდრე მომხმარებლისთვის, და აღნიშნავს იმ სიმძლავრეს რასაც გამაძლიერებელი იძლევა ან დიმნამიკი იტანს სულ რაღაც 1 წამის განმავლობაში! ანუ 1 წამი არაფერი მოუვათ და არ გადაიწვებიან.
ადრე როცა იაპონური კომპანიები ვერ უწევდნენ დიდ კონკურენციას ამერიკულ და ევროპულ ბრენდებს სახლის აუდიოში რომ არაფერი ვთქვათ მანქანის აუდიოზე, იაპონელ მარკეტოლოგების მიერ შემუშავდა სტრატეგია აპარატურის გაყიდვების ასამაღლებლათ. ყუთზე უბრალოთ დაიწყეს მაქსიმალური სიმძლავრეს დაწერა დიდი ასოებით მაგალითად 100 ვატი RMS-ით 50 ვატიან დინამიკებზე. რას აკეთებდა მაგალითად გერმანელი მომხმარებელი რომელიც მიდიოდა მაღაზიაში დინამიკის საყიდლათ და ხედავდა ბლაუპუნკტს რომელსაც ეწერა რეალური 50 ვატი და მაგალითად პიონერს სონის და ა.შ რომელსაც ეწერა 100 ვატი? მართალია ყიდულობდა იაპონურს!

სახლში რომ მივიდოდა კი ნახავდა რომ მის "100 ვატიან" დინამიკებს რეალურად პასპორტის მონაცემებით აქვს სულ რარაც 45-50 ვატი მაგრამ უკვე გვიანია! ყუთის ნაწერი უფრო კარგათ მუშაობს ვიდრე მანუალში მოცემული პარმეტრები რომელსაც 80% არც კითხულობს!
ჩინურ არალეგალურ კომპანიებმა რომელმაც წაიღო ჩვენი ბაზარი კონტრაფაქტური პროდუქციით და უსირცხვოთ აწერენ ცნობილ ბრენდების სახელებს ნაგავზე რომელსაც ნაწარმსაც კი ვერ უწოდებს კაცი, ამ პარამეტრით სპეკულირებაში რეკორდები მოხსნეს!!! მაგალითად მაქსიმალური 100 ვატის ნაცლად დაიწყეს 1000 ვატის წერა როცა RMS -ით სულ რაღაც 50 ვატია! სამწუხრო რეალობა არის ნამდვილათ, რაც ძალიან აზარალებს საქართველოს ბაზარს ზოგადათ, და რაც უარესია საერთოდ კლავს ქარაუდიო მოყვარულთა ლტოლვას ამ მიმართულებისადმი ჩვენს ქვეყნაში.
თბილისში რაც იყიდება ბლაუპუნქტი არის ოფიცილური შემომტანი რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია!
მე გირჩევთ ცოტა ხანი მოცდას სანამ რამეს იყიდით! ალბათ მაქსიმუმ 2 კვირაში გაიხსნება ქარადიო მაღაზია თბილისში რომელიც იქნება ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი, და რაც მთავარია ხარისხიან აპარატურაზე ექნება ევროპაზე დაბალი ფასები! GLADEN, MOSCONI, AUDIO SYSTEM, GERMAN MAESTRO, ALPINE, და კიდევ ბევრი ახალი ბრენდი უახლოვეს მომავალში. ჯერ მოუსმინეთ სტენდზე დინამიკებს და გადაწყვიტეთ შემდგომში რა გინდათ! www.caraudio.ge
ისე კარგი და მაღალი ხმისთვის მანქანაში საჭიროა წინა ფრონტალური დინამიკები, 10-12 ინჩიანი საბვუფერი, და 4 არხიანი გამაძლიერებელი! დ სწორი ჩაყენება!
mazurskiiიაფიანი ხელოსანი არის ელიავაზე.
ძვირიანი მაგრამ კარგი კი ვიცი მაგრამ გინდა?
This post has been edited by EMMA GEORGIA on 12 Apr 2014, 12:23
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99