public_enemyE-39 E-38 როგორც ყველა სხვა BMW არის ინსტალატორების ღამის კოშმარი, რადგან ძალიან ბევრი ფული და ენერგია უნდა დაიხარჯოს რომ ისინი კარგათ აჟღერდნენ. მე მეთვითონ BMW მყავს და ვიცი რასაც ვამბოფ დამიჯერეთ

თუმცა BMW-ს ერთხელ რომ შეიყვარებ მერე ძნელია უღალატო

არ გამოდის უბრალოთ

და ამიტომაც გვიწვს ძნელი სისტემების კეთებაც

რაც შეეხება თქვენს არჩევანს:
ფრონტალურ აკუსტიკათ შეიძლება გამოდგეს ეგ ალპაინები, თუმცა მათვის მოგიწევთ შიგნიდან კარების კარდინალური გადაკეთება თუ გინდათ რომ მათ დაუკრან სრული პოტენციალით!
ჯიბიელის ოვალების დაყენებას მე არ გირჩევთ არცერთ შემთხვევაში! მანქანას ტყვილა გააფუჭებთ და ხმა არ დაგაკმაყოფილებთ დამიჯერეთ. ზუსტად იგივე დაემართა ფორუმელს როცა არ დამიჯერა, და კარგი იქნება თუ დაწერს აქ თემაში რას ფიქრობს ამაზე EDO777 არის თუ არ ვცდები ნიკი.
საბვუფერის დაყენების მარტო ერთი ვარიანტი არსებობს ამ მოდელებში. უნდა აიწყოს ყუთი ისე რომ საბ დინამიკი იყურებოდეს საბარგულიდან სალონში სათხილამურო ლუკის ფანჯრიდან ("პადლოკოტნიკის" უკანა მხარე)
მემგონი აჯობებს რომ მობრძანდეთ ბოქსში და გავისაუბროთ, რადგან ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი ამ მოდელებზე.
* * *
travaწინა გვერდების ფასები იყო მითითებული მაშინდელი გასული ზაფხული/შემოდგომის კურსის მიხედვით. მართალი ხარ, რაც ევრო გაძვირდა, ფასების აწევაც მოხდა. შარშან ზაფხულში ევრო/დოლარის კურსი იყო 1.27 ეხლა კიდევ 1.38 არის. ამიტომაც გაიზარდა ფასები.
კითხვებზე პასუხები:
1)არა მარტო დიფუზორის მასალა არის მათი სხვაობა! ზეროს აქვს უფრო აუდიფილური მონიტორული ხმა SQX -თან შედარებით. რას ვლაპარაკობ ??

SQX-ზე კარგი რამე შეიძლება იყოს?

? SQX აქვს მოგებული უამრავი ტესტი და აღიარებულია ევროპაში ერთერთ ყველაზე კარგ სისტემათ. ძალიან კარგი ჟღერადობა და ამასთან ერთად ძალიან დიდი სიმძლავრე! ამაზე მეტი არც არის საჭირო მე რომ მკითხო მანქანაში, თუ რასაკვირველია სადმე EMMA-ს კონკურსზე და SQ კატეგორიის უმაღლეს ლიგაშ არ გადიხარ საასპარეზოთ

უბრალოთ მე როგორც ეკსპერტმა ვალდებული ვარ ვთქვა რომ ZERO უფრო მონიტორულად და აუდიოფილურად ჟღერს ვიდრე SQX თუმცა ამის მიღწევა რომ მოხდეს და სხვაობა რომ შეატყო, მანქანის სერიოზული მომზადება არის საჭირო აუდიო-სისტემისთვის.
2) კი დიაგნოზია მაგრამ საამაყო და ძალიან სასიამოვნო დიაგნოზი!

ბევრს არ შეუძლია ამის მიღწევა, და განსხვავებით სხვა ავტოსპორტის მიმართულებებიდან ძალიან შემოქმედებითია.
GLADEN 100.4 ძალიან კარგი გამაძლიერებელია და მაგაზე კარგს ალბათ A კლასის თუ დააყენებ. მაგრამ ზედმეტია დამიჯერე

3) აპგრეიდს რაც შეეხება მე გირჩევდი შემდეგს:
საერთოდ ყოველთვის სჯობია რომ თავიდანვე მანქანაში ჩადო ყველა კაბელი რაც შეიძლება მერე აპგრეიდის პროცესში დაგჭირდეს, და გააკეთო ხმის და ვიბროიზოლაცია! ამის შემდეგ უბრალოთ კომპონენტებს შეცვლი ან დაამატებ და აღარ დაგჭირდება მანქანის ბევრჯერ დაშლა და ერთდაიგივე სამუშაოს კეთება

დაიწყე აჟობებს ასე:
მაგნიტოფონი, გამაძლიერებელი, და SQX-165 დინამიკები.
შემდგომი ეტაპი იქნება პროცესორი სიტსემაში და არხული გაძლიერება
შემდგომ, სამ დიაპაზონიანი ფრონტალური აკუსტიკა.
ხოლო ამის შემდეგ უკვე ყველაფერს ცვლი უფრო ძვირიანი კომპონენტებით და ეს არის. მაგრამ მემგონი თუ ასპარეზს არ აპირებ არც დაგჭირდება საერთოდ. ძალიან სტორ, თბილ და აუდიოფილურ ჟღერადობას მიიღებ და მემგონი მანდ აჯობებს გაჩერდე

რაც შეეხება ხელობას:
ამაზე აჯობებს ხელოსანს დაელაპარაკო მაინც მაგრამ მე გეტყვი მიახლოვებულ ხარჯებს:
4-6 ცალი აერობუტილი(ვიბრო იზოლაცია) -120-180 ლარი'
4 ცალი აეროვეივი (ხმის იზოლაცია)- 100 ლარი
2-4 ცალი ნეოპრენი (დეკაპლინგი) - 40-80 ლარი
ხელობა ძალიან დამოკიდებულია თვითონ მანქანის კარებებზე. თუ ბევრი ნახვრეტი აქვს შიდა რკინის კარკას მაშინ იაფია, ხოლო თუ მაგალითად ისე აქვს როგორც ოპელ ასტრა G-ს მაშინ ალბათ 500 ლარიც არ ეყობა ისეთი ძლნელი და საწვალებელი გასაკეთებელია. ერთი პატარა ფანჯარა აქვს სულ, და იქიდან მთელი კარების გაკვრას სჭირდება ალბათ 2-3 დღე. (თითო კარებს)

თუ გეხერხება ხელებით ესეთი რაღაცეების კეთება, მაშინ დიდ ეკონომიას მოახერხებ. მე გასწავლი როგორ და რანაირად გააკეთო და მემგონი გააკეთებ უპრობლემოთ. თანაც ზაფხული მოდის და პრობლემა არ არის გარეთ მუშაობა