omari21cარაფრის

თუ "აბივკები" ხმაურობს არის მაგის უებარი წამალი

სპეციალური საფენი მასალა რომელიც შიგნიდან ეკრობა კარებზე აბივკის და მეტალის შორის. ახშობს ასევე გარედან შემოსულ ხმასაც. GLADEN Neoprene
http://caraudio.ge/products/21თუ შეძნა გნებავთ ორშაბათამდე ვერ შესძლებთ, მერე არ იქნება პრობლემა
vakho88სამწუხაროდ ეს არის იაპონური ვარიანტი ამ ტიპის რესივერების.
გამომდინარე ვიდეო სტანდარტების სხვაობიდან, სამწუხაროდ ვერ შესძლებთ მის გამოყენებას ყველანაირ ვიდეო რეჟიმის დანიშნულებისთვის. მარტო აუდიოს მოსმენა იქნება შესაძლებელი.
gexvewebiნორმალური საუნდი ზოგისთვის ხმამაღალ ხმას და მანქანის ზანზარს ნიშნავს ზოგისთვის კიდევ რეალურ High-End კლასის ჟღერადობას სადაც ყველა ინსტრუმენტის ჟღერადობის დეტალი ისმინება წარმოუდგენელი სიზუსტიდ და იქმნება შთაბეჭტილება ვითომ მუსიკოსი თქვენს გვერძე უკრავს.

მე მაგალითად მეორეს მოყვარული ვარ
ამ თანხაში შესაძლებელია საუნდის გაკეთება რომელიც საკმაოდ კარგათ დაუკრავს, თუმცა ეს ის სფეროა სადაც ლიმიტი არ არსებობს და სულ მეტი გინდა ადამიანს

თქვენი მანქანისთვის არსებობს სპეციალური დინამიკები რომელიც გადაკეთების გარეშე დგება ქარხნულების ადგილზე და ძალიან კარგი ხმაც აქვს. მემგონი ჯობია რომ მობრძანდეთ ბოქსში სადაც მე ვარ ხოლმე თითქმის ყოველ სამუშაო დრეს 18:30-20:00 და გავისაუბროთ რა იქნება თქვენთვის იდეალური ვარიანტი.
giorgi77048არაფრის :-)
1) DSP Digital Sound Processor ნიშნავს მოწყობილობას რომელიც ელექტრონულად (აქტიურად) ცვლის ხმის სიგნალის გარკვეულ პარამეტრებს რათა მოახდინოს მისი სიხშირლი ფილტრაცია, და ასევე რაც უფრო მთავარია დროში დაგვიანება/წინსწრება რამდენიმე არხთან შედარებით, რათა მანქანის სალონში შეიქმნას ვირტუალური თანაბარი დაშორება ყველა დინამიკიდან მსმენელის ყურებამდე. ზუსტად პროცესორის საშუალებით ძალიან ადვილად და ეფექტურად მიიღწევა ვირტუალური მუსიკალური სცენის არსებობის შეგრძნება როდესაც მუსიკა ისმის მანქანაში სადღაც საქარე მინის ქვედა საზღვრიდან კაპოტის შუამდე (სცენის სიღრმე) და მარცხენა უკანა სარკის გარე საზღვრიდან მარჟვენა სარკის გარე საზღვრამდე (სცენის სიფართე). როცა ყველა ინსტრუმენტი არის სწორად განლაგებული სცენაზე ისევე როგორც ლაივ-კონცერტის ჩაწერის დროს ხდებოდა, და მკაფიოთ ისმის მუსიკოსის მოძრაობა სცენაზე. ამიტომაც თუ აწყობთ სისტემას კარგი ჟღერადობისთვის პროცესორი აუცილებელი ატრიბუტია

2) ციფრულ-ანალოგიური კონვერტორი არის მოწყობილობა რომელსაც ციფრული კოდი რომელიც არის ჩაწერილი დისკზე ან ფლეშკაზე გადაჰყავს ანალოგურ სინუსოიდურ აუდიო სიგნალში (ზუსტად ასეთ სიგნალს გამოსცემს მიკროფონი ჩაწერისას და ასეთი სიგნალი არის საჭირო დინამიკების სამუშაოდ). Burr Brown ნიშნავს მხოლოდ ბრენდს და არა რამე ფიზიკურ პროცესს. Burr Brown-ის ფირმის DAC არის უბრალოთ ძალიან მაღალი ხარისხის კონვერტორი რომელიც სხვასთან შედარებით ბევრად უფრო ზუსტად აღადგეს ციფრულ კოდს აუდიო-სიგნალად, რომელიც დისკზე ჩაწერამდე დაკონვერტირდა ციფრულ კოდში. ბავშვურ ენაზე რომ ვთქვათ: Burr Brown არის კეთილი ჯადოქარი რომელიც ულამაზეს პრინცესათ აქცევს თავისდროზე ბოროტი ჯადოსანის მიერ ციფრულ კოდათ ქცეულ აუდიოსიგნალს (პრინცესას). ბოროტი ჯადოქრის სახელია ADC Analog Digital Convertor
ამ კონვერტორებზე დამოკიდებულია თუ როგორ ჟღერს საბოლოოთ სისტემა რადგან ზუსტად ის არის რაშიც აუდისიგნალი იქმნება, რომელიც უკვე შემდგომში ძლიერდება და მიდის დინამიკებზე.
კარგ კონვერტორებს მარტო კარგი ბრენდები აყენებენ რადგან ისინი ზრუნავენ თავის რეპუტაციაზე. NONAME ბრენდებისთვის ეს ძვირი სიამოვნებაა ისევე როგორც სხვა ბრენდებისთვის რომლებიც სათაომოწყობილობებს იაფათ ყიდიან. უფასო ყველი სათაგურშიაო ნათქვამია ჭკვიანი კაცის მიერ

3) აქვს GLADEN/MOSCONI-ს ძალიან კარგი პატარა ზომის 6 არხიანი გამაძლიერებელი, რომლის ზომა არის თაბახი ფურცლის ზომა ოღონდ 5 სმ სიმაღლით
http://www.mosconi.org/one60_6.htmlასევე არის GLADEN XS75.6 რომელიც ცოტათი დიდია მაგრამ ასევე ძლიერიც. თუ ფრონტალური აკუსტიკისთვის გინდათ ორივე კარგი იქნება
4) HPF, LPF არის ფილტრები რომელიც საჭიროა გარკვეულ სიხშირეზე მეტი ან ნაკლები აუდიოსიგნალი ჩამოიჭრას.
HPF- High Pass Filter ნიშნავს ფილტრს რომელიც რაღაც გარკვეულ სიხშირეზე ზემოთ ატარებს აუდისიგნალს ხოლო დანარჩენს ჭრის
LPF - Low Pass Filter ნიშნავს ფილტრს რომელიც რაღაც გარკვეულ სიხშირეზე ქვემოთ ატარებს აუდისიგნალს ხოლო დანარჩენს ჭრის
თქვენ დაგჭირდებათ ამ ტიპის ფილტრი რომ ჩამოჭრათ ყველაფერი რაც იქნება 63 ჰერცზე ზემოთ რომ ლოკალიზაცია აირიდოთ.
ნეტა ესეთი ჩაინიკური კითხვა უფრო მეტი იყოს ამ თემაში
This post has been edited by EMMA GEORGIA on 12 Dec 2014, 14:47
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99