touchარაფრის!
vakho88მე კითხვებით არ მაწუხებთ! პირიქით მოხარული ვარ გიპასუხოთ ყველა კითხვაზე! აბა რისთვის არის ეს თემა

ისევ და ისევ ვიტყვი! თუ კარგი ჟღერადობა გინდათ მაშინ მოერიდიეთ ესეთ ნაწარმს!!!!! 30 ეკრანი რომ ჰქონდეს და სუპერ ტექნოლოგიურადაც რომ გამოიყურებოდეს კაპიკია ასეთი ნაწარმის ჟღერადობის ფასი

წინა პოსტში რომ ვახსენე კონვერტორის თაობაზე კიდევ ერთხელ ვიტყვი: კარგ კონვერტორებს აკეთებს მარტო 5-6 მიკროსქემების (ჩიპების) ქარხანა ! 2 ევროპაშია, 1 იაპინიაში და 3 ამერიკაში. ყველა მაღალი ხარისხის აუდიომოწყობილობების მწარმოებლები მარტო მათგან ყიდულობენ ამ მიკროსქემებს, რადგან ეს არის დაპატენტებული ტექნოლოგიები და სხვა მწარმოებლებს არ ქვთ ამ ტექნოლოგიით მომუშავე ჩიპების გამოშვების იურიდიული უფლება.
ეს ჩიპები არის ძალიან ძვირი სიამოვნება და ამიტომაც არ ხმარობენ მათ NO NAME მწარმოებლები. რომ დააყენონ ძვირიანი ჩიპები მაშინ ნაწარმის ფასი მიუახლოვდება ცნობილ ბრენდების აპარატურის ფასს და რა საკვირველია რომ არ გაიყიდება. ამიტომაც აყენებენ ადგილობრივ წარმოების დაბალი ხარისხის და დისკრეტიზაციის მქონე კონვერტორებს.
მონიტორის და ლამაზი ფიჩერების გაკეთება ეხლა აღარ ღირს ძვირი, გაცილებით ძვირია კარგი აუდიოდეტალების დამზადება ბევრი და ძვირი მეტალის გამოყენების გამო!
ამიტომაც ტენიან NO NAME მწარმოებლები ლამაზ ლამაზ ფიჩერებით თავის ნაწარმს, რომ რამენაირად მყიდველი დაბოლდეს ამაზე და იყიდოს. მთავარია მარაზიიდან გავიდეს და მერე რომ ჟღერადობა არ იქნება კარგი, მენიუ დაიწყებს გაჭედვებს 3-6 თვეში, მონიტორი აჩვენებს ჩრდილებით და ცუდ არარელურ ფერებში არავის აღელვებს!
თუ ნორმალური ჟღერადობა გინდათ, და არ გინდათ მუსიკამ მანქანაში ჩართვიდან 20 წუთში თავი აგატკიოთ, მაშინ იყიდეთ რამე აპარატი მარტო ქვემოთ ჩამოთვლილ ბრენდებიდან და სასურველია რომ ჩამოიტანოთ უცხოეთიდან:
SONY, JVC, KENWOOD, ხოლო თუ მართლა კარგი ჟღერადობა გინდათ მაშინ ALPINE ან PIONEER.
გასაგებია რომ არ არის ლამაზი და ფერადი ეკრანით, მაგრამ ჟღერადობა ექნებათ უკეთესი
giorgi77048უი, ეს გამომრჩენია

Hi-Fi ნიშნავს Hi Fidelity-ს ანუ მარალი გარჩევადობის(რეზოლუციის) ხმას
High End ნიშნავს იმას რომ ამაზე კარგი რამ არ შეიძლება იყოს. ანუ მაკსიმუმი.
პირველი შემთხვევა არის ჩემი აზრით იმის მაქსიმუმი რაც ადამიანმა თავის ყოველდღიურად სახმარ მანქანაში შეუძლია გააკეთოს და არც ისე ძვირია.
მეორე შემთხვევა არის უკვე მაქსიმალისტი ადამიანებისთვის და თუ ამას აკეტებ მანქანაში მაშინ მანქანა ყოველდღიურ მანქანად ვეღარ გამოდგება. ჯერ მარტო ძარის მომზადებას ამისთვის დაჭირდება რამდენიმე 1000$ რომ არაფერი ვთქვათ სალონის მასალებზე და ა.შ. გასაგებია რომ ასეთ მანქანაში ვერ ჩადებ სუპერმარკეტიდან გამოტანილ პარკებს

ყველმა წვენი რომ გაუშვას დაგიჯდებათ რამდენიმე 1000 $

ასეთ მანქანებს აწყობენ მაღალი დონის და ფინანსების სპორტსმენები ან აუდიოინსტალაციის სტუდიები რეკლამისთვის ან EMMA-ს ჩემპიონატების მოსაგებათ.
ეს დინამიკები 3900 ლარი ღირს თუ არ ვცდები, და არის ჰაიენდ კლასის. წარმოიდგინეთ ეხლა ამას მთრვალმა ძმაკაცმა, თქვენმა ან ნათესავის ბავშმა და ა.შ, შემთხვევით ფეხი რომ გაარტყას მანქანაში.
This post has been edited by EMMA GEORGIA on 24 Dec 2014, 10:56
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)