somnambulilevani_tmGLADEN M-165 არის მარტო ერთი კომპლექტი და რომელი იღებთ გადავწყვიტოთ საბოლოოდ
levani_tmორივე მოცემული მაგნიტოფონი კარგია თავის ფასისთვის. საბაზო სისტემას მეტი არ სჭირდება მე რომ მკითხოთ

დღევანდელი კურსით მათი ფასი სადღაც 210-220 ლარი გამოდის ხომ? და ალბათ დაემატება 20-40 ლარი ჩამოტანის.
ამ ფასში აქ შეიძლება მარტო ორიგინალი ALPINE-ს შეძენა UTE-72BT მოდელის. თუ არ ვცდები დარჩენილია 1 ცალი მაღაზიაში. მაგრამ ამ მოდელს არ აქვს დისკის წამკითხველი, და მარტო USB-დან და ბლუტუსით შეიძლება მუსიკის მოსმენა.
ალპაინს ყოველთვის აქვს განსაკუთრებული ჟღერადობა, და ამით არის ცნობილი ეს ბრენდი. ასევე ეს არის ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი ალპაინი და აქედან გამომდინარე რადიოც ყველა დიაპაზონს იჭერს.
მოკლედ თქვენთვითონ უნდა გადაწყვიტოთ. ეს პიონერები უფრო სჯობს ფუნქციურად ალპაინს თუმცა რადიო დაიჭერს მარტო კენტ რადიოსიხშირეებს და ეს უნდა გაითვალისწინოთ თუ თქვენთვის ეს პრიორიტეტულია.
somnambuliყუთი სჭირდება ყველა დინამიკს, და თუ ყუთი არა მაშინ წინა და უკანა მხარის ჰაერის მოცულობის ჰერმეტული იზოლირება ერთმანეთისგან.
ყუთი არ არის აუცილებელი რომ იყოს ხისგან და მისი გაკეთება შეიძლება ყველაფრისგან რაც მოსახერხებელია. მთავარი მოთხოვნაა რომ მასალა რაც შეიძლება ნაკლებათ ვიბრირებდეს და იყოს მყარი.
ყუთის დანიშნულებაა რომ შექმნას ამორტიზატორის როლი დინამიკის დიფუზორისთვის რომ მან არ განიცადოს უკონტროლო ინერციული მოძრაობები რაც თავისთავად ხმას დააზიანებს (დაახლოვებით მანქანის დაკიდულობის მაგვარად).
ზუსტად ამიტომაც ყველა დინამიკისთვის ინჟინრები ქარხანაშივე თვლიან ყუთის ლიტრაჟს და ეს ლიტრაჟი აუცილებლათ უნდა იყოს დაცული შემდგომში მომხმარებლის მიერ. ფრი-ეირ საბებს ყუთი არ სჭირდება რადგან მათი დაკიდულობა ისეა გაკეთებული რომ ამორტიზატორი არ სჭირდება, მაგრამ ამ დაკიდულობის დამძიმება და გამაგრება იწვევს ხმის გამჭვირვალობის შელახვას გარკვეულ წილად, თუმცა ხანდახან ეს ერთადერთი გამოსავალია სიტუაციიდან. მაგრამ ფრიე ეირ საბის უკანა მხარე მაინც ჰერმეტულად უნდა იყოს იზოლირებული წინა მხარის სამუშაო ჰაერის მოცულობისგან. ანუ მაგალითად სედანის საბარგული იქნება გამოყოფილი მოცულობა ფრი აირ საბისთვის და იგივე ყუთის როლს შეასრულებს ოღონდ შეუზღუდავათ დიდის
giorgi770481) არა ვერ გამიგე მგონი. ჰენინგ გლადენი არის ჩემი პირადი მეგობარი და არანაირი ურთიერთობის გაწყვეტაზე არ არის ლაპარაკი. პირიქით ზუსტად მას უნდა რომ ჩემი მომავალი მანქანა იყოს მარტო GLADEN-ზე აწყობილი. ანუ ე.წ. მონობრენდი სისტემა უნდა აიწყოს. ზუსტად ამაშია ჩემი ამჟამინდელი პრობლემა და ამიტომაც ალბათ მომიწევს ჩემი ფავორიტი მანქანის გაყიდვაც. ჩემი მანქანის სისტემას რომ ვაპროექტებდი და კომპონენტებს ვიძენდი მაშინა არანაირი ოფიციალური ბრენდები არ იყო წარმოდგენილი საქარტველოში და მთელი ჩემი აპარატურა შეგროვდა ერთი მთავარი პრინციპით: ყველაზე საუკეთესო აპარატურა მაღალ კლასში. ამიტომაც ფრონტალური აკუსტიკა ერთი ბრენდია, გამაძლიერებლები მეორე, პროცესორი მესამე და ა.შ. როცა პროექტი იქნება მზად რასაკვირველია ის იქნება ყველაზე სწორად და კარგათ ჟღერადი SQ და SQ/MM სისტემა საქართველოში, და შეიძლება კავკასიაშიც

ნაკლები უბრალოთ არ შეიძლება ჩემი სტატუსიდან გამომდინარე. ან ყველაზე კარგი და ან არაფერი

. ამიტომაც მე ძალოვნებურად გაუკეთებ რეკლამას იმ ბრენდებს რომელიც სისტემაში იქნება გამოყენებული. მინდა თუ არ მინდა ესე იქნება

მაგალითად შენ რატომ იყიდი მაგ: GLADEN-ს იმის შემდეგ რაც ჩემს მანქანას მოისმენ? შენც ის ბრენდი მოგინდება რაც ჩემთან იქნება ხომ ესეა. ეს ადამიანის ფსიქოლოგიური ფაქტორია რომელიც ბევრჯერ საღ და პრაგმატულ გათვლას ცილდება
ზუსტად ამიტომაც ბრენდებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს რა ბრენდის აპარატურა იდგება რომელიმე ქვეყნის EMMA-ს ფილიალის მთავარი არბიტრის მანქანაში. ეს ხომ დიდი რეკლამაა მათთვის
2) კი ალბათ ესე შეიძლება ითქვას ამ მომენტისთვის, თუმცა რომ უყურებ ახალ ტენდენციებს და რეებს აკეთებენ გერმანელები GLADEN, GROUND ZERO, BRAX/HELIX, GERMAN MAESTRO ალბათ უკვე ეს მიდგომაც იცვლება
საქმე იმაშია რომ გააკეთო ძლიერი დინამიკი უნდა გამოიყენო უფრო სქელი მავღტულით დახვეული ხვია, დიფუზორი უნდა იყოს ქვასავით მყარი, და დაკიდულობის რეზინა ძალიან ხისტი რომ ამ მთელი გაზრდილი წონის კონტროლირება შესძლოს. ეს ყველაფერი კიდევ მოქმედებს ჟღერადობის რეზოლუციაზე და გამჭვირვალობაზე თანაც ძალიან ცუდათ, რადგან რაც უფრო მეტია წონა მოძრავი სისტემის დინამიკში მით უფრო დიდია ინერციულობა მთელი სისტემის რაც პირველი მტერია კარგი ჟღერადობის.
თუმცა მაგალითად ავიღოთ GLADEN SQX-165 აკუსტიკური სისტემა. არის 120 ვატი RMS 180 Max. და სულ 2 ომი წინარობით. ეს ყველა მონაცემი მეტყველებს რომ ამ დინამიკებს უნდა ჰქონდეს კარგი "პანჩი" და მარტო ელეკტრონულ მუსიკაზე არის გათვლილი. პირველად რომ მოვისმინე ეს სისტემა ყურებს არ უჯერებდი რადგან მარტო ერთი აზრი ტრიალებდა თავში. ეს დინამიკი ასე გამჭვირვალედ არ შეიძლება რომ ჟღერდეს! უბრალოდ არ შეიძლება

მაგრამ ევროპის ტესტებმა ასევე დაამტკიცა რომ კარგ ინჟინერს ხანდახან შეუძლია დაუჯერებელი გააკეთოს:
http://www.gladen.com/pics/tests/SQX130SQX...Test6_2013E.pdfcastiellყველა საბისთვის კეთდება გათვლა შემქნელი ინჟინრის, მიერ თუ რა მოცულობაში იმუშაოს მისი პარამეტრებისგან გამომდინარე და მაქსიმალური ეფექტის მისაღწევათ.
This post has been edited by EMMA GEORGIA on 4 Feb 2015, 11:02