ig1988ზოგადად პლანშეტი ისეთივე ხმის წყაროა როგორც მაგნიტოფონი. მაღალ კლასის აუდიო-რესივერების(მაგნიტოფონების) ჟღერადობა ბევრად ჯობნის პლანშეტების ჟღერადობას რადგან პლანშეტის მისსია სხვაა და მას არ მოეთხოვება სუპერ-ჟღერადობის შექმნა რადგან ის გათვლილია ყურთსასმენებით მუსიკის მოსმენაზე.
კარგი აუდიორესივერების ფასები იწყება 130 $ და ზემოთა ზღვარი შეიძლება რამდენიმე ათას დოლარს ურტყავდეს. აქ უკვე ადამიანის შესაძლებლობებზე და მოთხოვნებზეა უფრო დამოკიდებული საბოლოო არჩევანი.
მაგრამ რაც არ უნდა კარგი რესივერი იყოს თუ მანქანაში არ დგას კარგი ფრონტალური(წინა) დინამიკები, ხმის გამაძლიერებელი(ბი), და საბვუფერი (რომ ის სიხშირე დაუკრას რასაც წინა დინამიკები ვერ "ქაჩავენ"

)
კაპიკი იქნება ყველაზე კარგი აუდიო რესივერის ფასიც ამ შემთხვევაში.
ამიტომაც თუ კარგი ხმის მიღება გინდა უნდა მიჰყვეთ ზემოთხსენებულ რეცეპტს და მენდეთ რომ თქვენ აღმოაჩენთ საერთოდ სამყაროს რასაც ქარაუდიო ჰქვია

თუმცა ეს ყველაფერი იაფი არ არის და რომ ააწყოთ სწორად ჟღერადი აუდიო სისტემა მანქანაში სადღაც 1300-1800 ლარის დახარჯვა მოგიწევთ: აპარატურის ღირებულება და +ხელობის საფასური.
ნახსენებ თანხაში შედის:
1) აუდიორესივერი
2) ფრონტალური კომპონენტური დინამიკები
3) წინა კარებების ვიბრო/ხმის იზოლირება
4) მზა საბვუფერი, ან მისი ჩაშენება მანქანაში
5) გაყვანილობა (EMMA-ს სტანდარტებით)
6) ხელობა
ძირითადათ მაინც მანქანაზეა დამოკიდებული საბოლოო საფასური, და ხელოსანი ყოველთვის სამუშაოს შესრულების სირთულიდან აკეთებს საბოლოო ვერდიკტს

მაგრამ რასაც მე ვაკვირდები ზემოთ ნახსენები თანხის დიაპაზონში ხდება ხოლმე სისტემების აწყობა და ხალხი ძალიან კმაყოფილია. როგორც ერთმა ადამიანმა მელაპარაკა: ვერ დაუშვებდიო რომ მანქანაში შეიძლება ასეთი ჟღერადობა მიმეღოო. ისეთი შეგრძნება მაქვსო რომ მუსიკოსი გვეძზე მიზისო იმდენად რეალურად ჟღერს ყველაფერიო