giorgi770481) კი მართალია. მაგრამ მოდი მაინც დავკონკრეტდეთ რომ უფრო უკეთ გაიგო.
ყველა დინამიკმა უნდა შეასრულოს სამუშაო ციკლი რომ დაუკრას გარკვეული ბგერა. ეს ციკლი არის დინამიკის მებბრანის ჯერ მაქსიმალურ ზემო წერტილამდე ასვლა, შემდგომში მაქსიმალარად წერტილამდე ჩასვლა და საბოლოოდ დაბრუნენება ათვლის საწყის წერტილამდე (ნულოვანი პოზიცია). ამ მთლიან მებრანის სვლას ეტოდება დინამიკის მუშაობის 1 ციკლი, და გრაფიკზე გამოიყურება როგორც ტალღის ფორმა. ამ ციკლების რაოდენობა წამში ქმნის ხმის ტალღას და იზომება ჰერცებში.
ანუ გამოდის რომ 20 ჰერზზე საბ დინამიკი ასრულებს 20 მაბრანის მთლიან ციკლს 1 წამში, ხოლო ტვიტერი 20 000 ჰერცზე აკეთებს 20 000 ციკლურ მოძრაობას 1 წამში

2) ერთდაიგივე ბგერის მოსმენა 80 ჰერცზე და 12 000 ჰერცზე გამორიცხულია, რადგან 80 ჰერცზე არის ერთი ტიპის ბგერა და 12 000 ჰერცზე მეორე განსხვავებული ტიპის ბგერა! ასეთი განსხვავებული ბგერების ნაკრები, ქმნის ხმას, ანუ მუსიკალურ ტალღებს ნაკრებს რასაც ადამიანის ყური აღიქვამს როგორც ხმას.
3) ნაკლებ სიხშირეზე დინამიკი აკეთებს ნაკლებ ციკლს დროის ფაქტორში ვიდრე მაღალ სიხშირეზე, ანუ ერთის მხრივ დინამიკი ნაკლებათ უნდა ირჯებოდეს. თუმცა აქ უკვე შემოდის მეორე პარამეტრი რაც არანაკლებ მთავარია აკუსტიკაში. ეს არის დინამიკის მებრანის რხევის ამპლიტუდა. რაც უფრო დაბალია სიხშირე მით უფრო დიდია მემბრანის რხევის ამპლიტუდა. უფრო მარტივად: ალბათ გინახია რამოდენა მოძრაობას აკეთებს ბასის დინამიკის მებრანა როცა ტვიტერს საერთოდ არ ეტყობა მოძრაობის ეფექტი. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ტვიტერი არ მოძრაობს. პირიქით ის გაცილებით მეტს მოძრაობს ვიდრე საბ დინამიკი უბრალოთ მაღალ სიხშირის ტალღის შექმნას ჭირდება მეტი რხევა მიზერული ამპლიტუდით.
რა უფრო დაგღლის კაცს?: 20 ცემენტის ტომარის გადადება ერთი ადგილიდან მეორეზე, თუ იგივე დროის ფაქტორში 200 ასანთის კოლოფის გადადება იგივე მანძილზე?

ამიტომაც თუ დინამიკს არ შეუძლია დაუკრას მაგალითად 60 ჰერზე დაბალი სიხშირე, მაშინ სჯობს რომ არ მიაწოდო ამაზე დაბალი სიხშირე, რადგან დინამიკი მაინც ეცდება დაუკრას და გააფუჭებს იმას რისი გაკეთებაც მართლა კარგათ შეუძლია

****
დაბალი სიხშირე არამარტო გულზე მოქმედებს. ის მოქმედებს ყველა ორგანოზე და ძალიან ცუდათ. არსებობდა ფაქტები როცა ადამიანების წვალების დროს 10-15 ჰერცის გამოყენებით, ადამიანები გიჟდებოდენ და შეურაცხადები ხდებოდენ უკვე 15-20 წუთის შემდეგაც.
temo-sთქვენი გენერატორი და აკუმულატორი არ არის გათვლილი დიდ დატვირთვაზე, და ეს არის მთავარი პრობლემა. აქ არამგონია რომ "ჩოთქების" პრობლემა იყოს.
აქური გამყიდვლები და ვითომ ინსტალატორები ურჩევენ აუდიო მოყვარულებს რომ რაც შეიძლება დიდი სიმძლავრის აპარატურა დააყენონ რომ როგორც თვითონ იძახიან ბასი "გამოიტანოს". 1500 ვატიანი გამაძლიერებელი და 1500 ვატიანი საბის ჩაყენებით მანქანაში ძალიან იზრდება დატვირთვა მანქანის აკუმულატორზე და დინამოზე რადგან ისინი ამაზე არ იყვნენ გათვლილი ქარხნულად. ასეთ აპარატურას სჭირდება ზოგჯერ ორჯერ მეტი ენერგია აკუმულატორიდან ვიდრე თვითონ აკუმულატორს შეუძლია. ამიტომაც ადგება უკვე დატვირთვა გენერატორსაც და მისი მთელი ენერგია მიდის არა აკუმულატორის დატენვაზე არამედ აუდიო სისტემის კვებაზე და ზოგჯერ საკმარისიც არ არის ხოლმე.
როცა სისტემის საერტო სიმძლავრე აღემატება 500 ვატს აუცილებლათ საჭიროა ან გენერატორის და აკუმულატორის სიმძლავრეს გაზრდა, და ან დამატებითი გენერატორის დაყენება მანქანაზე.
დაწერეთ თქვენი მანქანის მოდელი და აპარატურის ჩამონათვალი რომ გითხრათ რამდენად შესაძლებელია მათი სინერგიული მუშაობა