utonegaპირვერიგში მადლობა თბილი სიტყვებისთვის

თქვენ ფორესტერში ოთხივე კარებში აყენია ე.წ. 16-იანი (16.5 სმ, 6.5 ინჩი) დინამიკები. თქვენ შემთხვევაში არის 2 გზა როგორ დაიწყოთ საუნდ-სისტემის აპგრეიდი.
1) თუ არ აპირებთ შემდგომში არანაირ მომდევნო აპგრიდს (გამაძლიერებლის, საბის დამატება სისტემაში) მაშინ ყველაზე კარგი გამოსავალია (იდეალურია ფასი/ხარისხის/ჟღერადობის შედარებით) დააყენოთ წინა კარებებში ალპაინის კომპონენტური დინამიკები ALPINE SXE1750S, ხოლო უკანა კარებებში ალპაინის კოაქსიალური დინამიკები ALPINE SXE1725S. ემ სერიის დინამიკები ალპაინმა სპეციალურად შექმნა ქარხნულ OEM მაგნიტოფონებთან სამუშაოდ, და ამიტომაც ისინი გამოირჩევიან ძალიან დიდი მგრძნობელობის მაჩვენებლით რაც იძლევა მაგნიტოფონის მოცემულ პირობით 1 ვატზე უფრო მეტ ხმას ვიდრე კონკურენტებს აქვთ.
თუმცა ამის საფასური ის არის რომ მათ არ შეუძლიათ ხმის გამაძლიერებელზე მუშაობა და ეს გიკარგავთ იმის შანს რომ იფიქროთ შემდგიმში გამაძლიერებლის დამატებაზე.
ანუ თუ არ აპირებთ შემგომში საუნდ სისტემის კიდევ გაუმჯობესებას და მხოლოდ მაგნიტოფონიდან მოწოდებულ სიმძლავრეზე უნდა იმუშაონ დინამიკებმა ზემოთ ხსენებული მოდელები არის იდეალური და ალბათ ერთადერთი გამოსავალი.
დოლარი/ლარის კურსის გამო ვერ გეტყვით ზუსტ ფასს(ყოველდღე ცვლიან ხოლმე მაღლა/დაბლა) თუმცა არამგონია რომ წინა და უკანა კომპლექტების საერთო საფასური აცდეს 190-200 ლარს

2) ეს არის უფრო მართებული მიდგომა და აპარატურა რასაც შეიძენთ თავისუფლათ გამოდგება ყველა თქვენი მომდევნო მანქანისთვისაც.
კარგი და მართებული ჟღერადობის მისარებათ არის საჭირო კარგი ფრონტალური კომპონენტური აკუსტიკა, ხმის გამაძლიერებელი და საბვუფერი. ეს არის ერტადერთი რეცეპტი თუმცა აქვს ბევრი ვარიაცია თუ როგორ გაკეთდეს.
თუ ამ ვარიანტს აირცევთ მაშინ შეგიძლიათ დაიწყოთ წინა კომპონენტური დინამიკების შეძენით(დროებით შეაერთებთ მაგნიტოფონზე). შემდგომში 4 არხიანი გამაძლიერებელი, ხოლო ბოლოს უკვე საბვუფერზეც იფიქრებთ.
მეორე ვარიანტი არის მართებული მიდგომა და საბოლოო ჯამში გაცილებით კარგ რეზულტატს მოგცემთ. დარწმუნებული ვარ რომ იქნებით ძალიან კმაყოფილი ასეთი არჩევანით. თუმცა ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ზრდის როგორც აუდიოსისტემის ასევე მონტაჟის საფასურს. დაგჭირდებათ ასევე ვიბრო/ხმის იზოლაცია (წინა კარებები) რადგან დიდ სიმძლავრეზე კარების თუნუქი დინამიკზე ხმამაღლა აჟღერდება

თუმცა საბოლოო რეზულტატი მართლა გაგაოცებთ და კმაყოფილს დაგტოვებთ. გამოცდილებით გეტყვით რომ ამ ყველაფერს სჭირდება სადღაც 1200-1700 ლარი (აპარატურა+ხელობა) და ძალიან არის დამოკიდებული აპარატურის ბრენდზე და მანქანის მოდელზე.
არჩევანი თქვენზეა
XOS001ეგეც იქვე სადაც გითხარი. უთხარი რომ ნაუშნიკის შნურის დამაგრძელებელი გჭირდება და განახებს სხვადა სხვა ხარისხის ნაწარმს