giorgi7704824 ბიტიანი კონვერტორით უპრობლემოთ იწყობა ჰაიენდი და ამ შემთხვევაში ეს აპარატი 100% გამოდგება! არც პროცესორის შეძენა დაგჭირდება რადგან საკმაოდ ძლიერი პროცესორი თვითონაც უკვე უყენია, საკმაოდ ძლიერი კროსოვერებით. თუმცა რა საკვირველია ვერც ისეთი ძლიერით როგორც "stand alone"-ებს უყენიათ.
მაგრამ მე მგონია რომ შენ რასაც ჟარგონზე იტყვიან ხოლმე " ზამასკაში ხარ "

მაპატიე საწყენად არ გეუბნები უბრალოთ სხვა ვერაფერი მოვნახე ამ სიტუაციის ასაღწერად. მე მგონი კარგი იქნება დროზე შეგაჩერო რომ ტყვილად ფულის ყრა აგარიდო.
დავიწყოთ იმით რომ ჰაენდის გააკეთებას მანქანაში სჭირდება პირველ რიგში მანქანის სპეც მომზადება ამისთვის, რასაც ზოგჯერ უფრო მეტი თანხა მიაქვს ვიდრე თვითონ აპარატურას. პირველრიგში საჭიროა მანქანის მთლიანი 2 ფენიანი ვიბრო იზოლირება! ამის შემდეგ საჭიროა ხმის იზოლირევა. უკვე რამდენიმე ათასი ლარი. შემდგომში ჰაიენდ კაბელები რომელიც სადღაც ათასამდე გაქაჩავს კიდევ. ჭერზე მოგიწევს ნამდვილი და გრძელ ბუსუსებიანი ალკანტრის ტყავის გადაკვრა(ხმის არეკვლის დასახშობათ) თუ არ ვცდები მინიმუმ 250 -300 ლარი ღირს კვადრატული მეტრი. უკვე რამდენზე ავედით ხედავ, და აქ არ არის დათვლილი პატარა წვრილმანები რომელიც საბოლოოთ ათასებს ურტყავს ხოლმე?

გადავდივართ აპარატურაზე:
ფრონტალური აკუსტიკა სადღაც 2500-5000 ლარი დაგიჯდება. საჭირო გამაძლიერებლები სადღაც 10 000-ში ალბათ ჩაეტევი. საბი სადღაც 1000 -2000 ლარში უნდა გამოხვიდე.
ხო და კიდევ შენი არჩეული პიონერი სადღაც 2500 ლარი.
ეხლა კიდევ დაფიქრდი გაწვდები ამას ყველაფერს რომ ჰაიენდი აიწყო მანქანაში?
ან რად გინდა ეს ყველაფერი ყოველდღიურ სახმარ მანქანაში

?
ასეთ სისტემებს საინსტალაციო სტუდიები თუ აკეთებენ ან ვინმე მილიონერებისთვის, ან თავის შესაძლებლობების საჩვენებლათ. მაგრამ ხომ ცხადია რომ მანქანები ასეთი სისტემებით სუპერმარკეტში არ დაყავთ საბარგულის გასავსებათ.
ng571 ამ კაცს აქვს ძალიან კარგი პროცესორიანი პიონერი, და ამ აპარატის ყველაფერი კარგათ იცის.
თუ შეიძენ ამ აპარატს და მაგალითად 2 პროცესორიან GLADEN ONE 120.4 DSP გამოხვალ საკმაოდ იფად და მშვენიერ ჟღერადობის (Top HiFi) სისტემას აიწყობ. ამ სისტემით არაერთ ჩემპიონატს მოიგებ თუ ჟღერადობას მე გაგისწორებ.
ამ გამაძლიერებელს აქვს 4 არხიანი ჩაშენებული პროცესორი. ანუ 2 ცალის შემთხვევაში მიიღებ 8 პროცესორიან გაძლიერების არხს ( ან 6 + 1დაბრიჯული საბზე ) მემგონი 1700 ლარში უნდა ჩაეტიო ორივეზე. მემგონი შენთვის იდეალრია! არა?
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99