giorgibatძნელია თქმა რომელი ჯობია

დაახლოვებით იგივეა მერსი თუ ბმვ. ვისთვის როგორ

ეს ორივე კომპონენტური აკუსტიკური სისტემა არის ე.წ "გერმანული ჟღერადობის სკოლის" ნიმუში. ანუ ორივე ძალიან კარგათ ჟღერს კონკურენტებთან შედარებით თუმცა ერთმანეთისგან განსხვავდებიან.
გრაუნდ ზეროს უფრო ბასზე ორიენტებული ჟღერადობა აქვს. თუ მიაქციეთ ყურადღება ეს აკუსტიკა უკვე 50 ჰერციდან უკრავს. 50-75 ჰერცი კიდევ ზემო ბას დიაპაზონია. გლადენს 60 ჰერციდან აქვს სამუშაო დიაპაზონი, რაც იმას ნიშნავს რომ ეს აკუსტიკა დაბალ ბასს არ უკრავს და სუფთა მიდბასი და ზემოთ დიაპაზონში მუშაობს. (ანუ საბიც უნდა იდეალში)
მართალი რომ გითხრათ ორივეს ერთდროული ტესტი ჯერ არ მომიწყვია, და ამიტომაც ვერ ვიტყვი ჩემი გემოვნებით რომელი ჯობია. თუმცა რაც მახსოვს მათი ცალცალკე ჟღერადობის მოსმენიდან შემიძლია ვთქვა, რომ არცერთი არ არცხვენს გერმანიის სახელს
ჩემი მახსოვრობით გრაუნდ-ზერო მოგვეწონა ტესტის დროს იმიტომაც, რომ დაბალი და რბილი ბასიც საკმარისი მოქონდა, და მიდბასსაც კარგათ უკრავდა, ზემოთ დიაპაზონზე რომ არაფერი ვთქვათ.

გლადენები უკვე ბევრი არის გაყიდული და მათი ჟღერადობით უკმაყოფილო მე ჯერ არავინ მინახია

ამ აკუსტიკას აქვს ძალიან სწორად გამოხატული მიდბასს/მიდრენჯ დიაპაზონი, და ასევე არის 3 ომიანი. ეს ოდნავ უფრო მეტ ხმას იძლევა კონკურენტებთან შედარებით.
ეხლა თქვენ გადაწყვიტეთ, მე არამგონია რომ რომელიმეზე ინანოთ.
მე როგორც ქარადიო ასოციცის უფროსი ბრენდების პოლიტიკას ზედმიწევნით ვაკონტროლებ, და ცუდ ბრენდს უბრალოთ არ შემოვაყვანინებ CARAUDIO.GE-ის საქართველოში!!! მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და კარგათ ჟღერადი ბრენდები, და უმაღლესი ხარისხის აპარატურა.
მხოლოდ კარგი, უკეთესი, და საუკეთესო.