mazurskiiთემა არ მგონია გაოფდეს იმიტომ რომ CAR AUDIO-სთან დაკავშირებით არის კითხვები. თუმცა კონკრეტული აპარატურის განხილვას ნუ მომთხოვთ, რადგან ამან შეიძლება გააოფოს თემა.
["ან ეგ საიდან უნდაგაიგო რომელი ადგილია სწორი და რომელი ადგილია არასწორი დინამიკის დაყენებისდროს"]
ამას აგიხსნით ტრენინგებზე! ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანი რომ თქვენ აგიხსნათ თუ როგორ შექმნათ კარგი აუდიო სისტემები თქვენი ხელით თქვენივე მანქანაში, ან თქვენი დირექტივებით ვინმეს გააკეთებინოთ ეს.
აქ დასმული კითხვებიდან მე გამომაქვს აზრი, რომ უმეტესობა მოყვარულებს ზოგიერთი "კარგი, და ძალიან ნიჭიერი" ხელოსნის გამო აქვთ მცდარი შეხედულება თუ რა არის ნამდვილი ჟღერადობა.
არაუშავს, ეს ყველაფერი გამოსწორდება 1-2 ტრენინგზე და გპირდებით რომ თქვენი შეხედულება CAR AUDIO-ზე რადიკალურად შეიცვლება, რადგან ჩვენ ვგეგმავთ დავიწყოთ საბაზო პრინციპებიდან და ავხსნათ ტექნიკური ხრიკები ძალიან მარტივი და გასაგები ენით.
ასევე მოგასმენინოთ სპეციალური აუდიო ტესტ-ტრეკები და აგიხსნათ თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება და გასწავლოთ კარგი და ცუდი ჟღერადობის გარჩევა.
ჩვენი მიზანია, რომ მოყვარულების ხელი შევუწყოთ გახდნენ ამ საქმის კარგი პროფესიონალები, რომლებიც შეძლებენ საერთაშორისო კონკურსებზე საქართველოს ღირსების დაცვას.
BlackBaronმიხარია რომ არსებობს ხალხი რომელიც "ბასავიკის" ყუთს აკეთებს ქარხნული მოთხოვნების მიხედვით და არა ისე როგორც მოუხერხდება. დინამიკისთვის ყუთს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამასაც განახებთ ტრენინგზე თუ როგორ არის დინამიკის ჟღერადობა ყუთზე დამოკიდებული, და თქვენი ყურით შეამჩნევთ სხვაობას.
თუ გინდათ კარგი ჟღერადობის მიღწევა, მოგიწევთ უარი თქვათ ოვალურ დინამიკებზე თქვენს სისტემაში. ოვალური კოაქსიალური დინამიკები ძირითადათ არის გათვლილი დაბალი დონის ქარხნული სისტემის გასაუმჯობლესებად დაბალი დანახარჯებით, და არა კარგი ჟღერადობის სისტემებისთვის. თუ რატომ ამას ავხსნით აუცილებლათ!
This post has been edited by EMMA GEORGIA on 5 Jan 2013, 00:50
მიმაგრებული სურათი
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99