EMMA GEORGIAგამარჯობა, ამას წინად დაგირეკე, კომპონენტებს ვეძებდი, მაინც ვერაფერი ვიპოვე ადგილზე და ალბათ შევუკვეთავ..
მაგრამ წინასწარ რჩევებსაც გავითვალისწინებდი

მანქანა ე46 სედანი.. ქარხნულად 4 ცალი 16-იანი დინამიკი უყენია, 2 უკანა თაროზე და 2 წინა კარებში ქვემოთ + 2 ტვიტერი კარის კუთხეში სარკესთან.
მეტ-ნაკლებად გავაწორე ხმა, მაგრამ ზოგადად საშინელებაა..
მაფონი ამ ეტაპზე KDC-W7541U, მაღალი და დაბალი სიხშირის ფილტრებით და ეკვალაიზერით.
განიხილება kiv-700, ან ალტერნატივა ida-305 იმპრინტით.. 99% კენვუდი..
თუ რამეს საინტერესოს მირჩევთ დავფიქრდები, ოღონდ ანტიკვარი ლეგენდები ნაღდად არ მინდა

მინიმუმ უსბ და აუქსი უნდა ქონდეს..
საბარგულში ვდებ საბს (დახშული ~15 ლიტრიანი ყუთი) დაბრიჯული გამაძლიერებლით და 2 ფარადიანი კონდესატორით:
Phase Linear Aliante 10SI - nominal / music capacity of 350 /800 watts, frequency range 20 - 300 Hz
Signat RAM 3 MKII - RMS power at 4 Ohm, bridged (0,1% THD): 1x450W S/N ratio: 105 dB (ფილტრი მინიმალურ 50 ჰერცზე)
წინ დინამიკებზე გამოვიყენებ გამაძლიერებელს: Alpine 3542 - 2 x 60W @ 4 ohms (0.08% THD) S/N Ratio: 105dB Freq. Response: 10Hz 50kHz
რას მირჩევდი წინ რეალურად კარგი ხმა რომ მივიღო? ბიუჯეტი დაახლოებით 100-150$ ფარგლებში, ან მეტიც თუ რამე ფასეული იქნა

უკან თაროზე რას მირჩევ სასარგებლოს?
მაქვს ასევე კარგი 3 ზოლიანი ფილტრები (დინამიკები დაძველდა) და რამის დაკომპლექტებაც შეიძლებოდა ალბათ...
მადლობა წინასწარ!