lasha_mrisxaneამ დინამიკების კომპლექტში შედის:
1) 2 ცალი მიდბას დინამიკი
2) 2 ცალი ტვიტერი
3) 2 ცალი კროსოვერი
4) 2 ცალი ბადე-ხუფი (გრილი)
მავრთულები არ შედის კომპლექტში და ცალკე უნდა შეიძინოთ : ზუსტ ფასებს მალე მოგაწოდეფთ.
ყველა GLADEN-ის აკუსტიკური სისტემის და ასევე კვების მავრთულები არის დამზადებული 99.9% სიწმინდის სპილენძიდან (99.9% Oxygen Free Coper) და არის MADE IN GERMANY!!!
ხმას აუცილებლათ მოგასმენინებთ!
Power_VANOდავარეზერვებთ აუცილებლად :-)
ბუტილის და ვეივის ზომა გათვლილია ზუსტად კარებისთვის და იმიტომაც აქვს ესეთი არასტანდარტული ზომა 460X800. სურათით ვერ მივხვდები და თუ გამიზომავ კარებს მადლობელი ვიქნები. ანუ სიგრძე და სიმაღლე უნდა გაზომო "რულეტკით"
გამაძლიერებელს რაც შეეხება ვეცდები ავხსნა მარტივად რომ არ შევეხო ფიზიკის კანონებს, დემპინგ ფაქტორებს და ტილის/ სმოლის პარამეტრებს.
მაგალითად შენ კუპეს რომ ჰქონდეს 1.2 ძრავი რა მოხდება? ივლის მაგრამ ვაი ამ სიარულს ხომ?

ისევ მანქანა ერქმევა მაგრამ სიამოვნებას არ მოგანიჭებს მოძრაობისას და გინების მეტს არაფერს გაიგებს შენგან გასწრებისას. ეხლა კიდევ წარმოიდგინე რომ შენი მანქანა დინამიკია და გამაძლიერებელი კიდევ ძრავი. ხვდები ალბათ რა დღეშია საწყალი დინამიკი როცა მაგნიტოფონის გამაძლიერებელზეა შეერთებული.
ყველა დინამიკი ითვლება მისთვის საშუალო მოხმარებით სიმძლავრეზე, რომელიც მისთვის აუცილებელია რომ მასში ჩადებული ყველა პარამეტრის სრული რეალიზაცია მოახდინოს. საშუალოთ ეს არის 30-70 ვატი. მაგნიტოფონის ყველაზე მძლავრი გამაძლიერებელი მიკროსქემაც გათვლილია მაქსიმუმ 18 ვატზე ერთ არხზე, რადგან მეტის მიღწევა 12 ვოლტიდან შეუძლებელია. ეს 18 ვატიც მიიღწევა მრავალ-საფეხურიან გაძლიერებით მიკროსქემაში რაც ძალზედ აზიანებს ხმას.
გამაძლიერელში კვების ბლოკის მეშვეობით 12 ვოლტი გადადის საშუალოთ 40-70 ვოლტში(დაახლოვებით იგივეა ხდება რაც კომპიუტერის UPS-ში) და უკვე ამ დენით იკვებება ძლიერი ტრანზისტორული გამაძლიერებლები რომელიც შემავალ სიგნალს აძლიერებს.
ამიტომაც გამაძლიერებელი არის აუცილებელი რამ თუ ოდნავ ჟღერადობაზე მაინც ფიქრობ.
This post has been edited by EMMA GEORGIA on 26 Jul 2013, 13:18
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)