ბოდიში აქამდე რომ ვერ გპასუხობდით!
sxirtllaპორტი, ფაზაინვერტორი, vented box, boom box: ეს ყველაფერი არის ერთი და იგივე და აღნიშნავს საბვუფერის ყუთს რომელსაც აქვს ნახვრეტი რომელსაც საქართველოში სასუნთქი შეარქვეს (იგივე სისულელეა რაც ქურა ძრავი, ხა 5, ან თეთრი ჩორნი ბუმერი)
მოკლედ რომ ვთქვათ ეს არის მილი ყუთში სადაც ხდება ხმის ტალღის დროში შეჩერება და დინამიკის მუშაობის ფაზიასთან დამთხვევა! ამით ძალიან იწევს მაღლა აკუსტიკური სისტემის მარგი ქმედების კოიფიციენტი, ანუ სადღაც ორჯერ, სამჯერ უფრო ძლიერი ბასია, თუმცა ამით თვითონ ბასის ხარისხი ზარალდება და ისეთი მუსიკალური და ნატურალური აღარ არის როგორც შეეფერება High End-ს. თუმცა ძალიან კარგია!
BlackBaronკი შემიდარებია და იმიტომაც ჩამოაქვთ ჩვენს პარტნიორებს GLADEN!
ეხლა რა ხდება აგიხსნი!
არსებობს რამდენიმე ჟღერადობის სკოლა რომელსაც ჰყავს თავისი მიმდევრები და კონკრეტულად ვერ იტყვი რომელია იდეალური რადგან ეს გემოვნების საკითხია! არსებობს ძირითადი 3 სკოლა ბრიტანული, გერმანული/სკანდინავური, და ამერიკული. იაპონელებზე ვერაფერს იტყვი რადგან დღეს ერთს აკეთებენ და ხვალ მეორეს და როგორც ასეთი მათი მიმართულება ჯერ არ ჩამოყალიბებულა.
1) ბრიტანული სკოლა არის ერთერთი ყველაზე თბილი და რბილი ჟღერადობა რაც შეიძლება იყოს. ანიჭებს დიდი სიამოვნებას მსმენელს და ძალიან კომფორტულ ატმოსფეროს ჰქმნის მოსმენისას! ძალიან მიყვარს, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს! დეტალიზაცია არ არის ისეთ მაღალ დონეზე როგორც არის კონცერტზე. არ გადმოსცემს ყველა დეტალს მარტივად რომ ვთქვათ!
2) გერმანელები! როგორც ყოველთვის დიდი ყურადღებით აკვირდებიან ყველა დეტალს და მათი აპარატურა არის როგორც მათივე მანქანები! ერთერთი ყველაზე საუკეთესო მსოფლიოში როგორც ხარისხით, ასევე ტექნიკური პოტენციალით კომფორტით და ასევე ფასით! მაგრამ ჟობია ერთხელ ძვირი გადაიხადო ვიდრე......!
გერმანულ აკუსტიკას ახასიათებს ძალიან კარგი დეტალიზაცია და სწორი გადმოცემა ყველა ბგერის რომელიც ჩაწერილი იყო და ისე როგორც იყო ჩაწერილი, არანაირი ხმის შეფერადება უბრალო და მარტივი სიზუსტე! ასევე კარგი და ძლიერი "პანჩი" მთელს დიაპაზონში. თუ გინდა კაცს ზუსტი ხმის გადმოცემა და მონიტორული ჟღერადობა ამაზე კარგს ვერც ინატრებ! მაგრამ ნაკლია ის რომ ისეთი თბილი და რბილი არ არის როგორც ბრიტანული ჟღერადობა!
3) ამერკული სკოლა: არის გერმანულის და ბრიტანულის შერწყმა და ერთი 30 წლის უკან სანამ მთელი მათი წარმოებას აზიელები დაეპატრონებოდენ იყო ალბათ მართლა ერთერთი საუკეთესო ვარიანტი მსმენელისთვის. ამჟამად ვითარება სამწუხაროა: ბრენდები იხურება, აპარატურა როგორ ჟღერს ვერავინ ვეღარ ამბობს და ა.შ. ანალოგია გააკეთეთ ამერიკულ მანქანებთან!
ბოსტონი იყო ერთერთი უძლიერესი ბრენდი, ეხლა კიდევ უკვე მათი დინამიკები კონკურენციას ვეღარ უძლებს, თუმცა მაინც ერთერთი საუკეთესოა ბაზარზე!
* * *
Watch_LBდა რას ერჩი? კარგია აპარატია და თუ გაკმაყოფილებს ფუნქციებით და არანაირ კარგ მუსიკალურ სისტემაზე არ ფიქრობ მანქანში მაშინ იყიდე!
This post has been edited by EMMA GEORGIA on 6 Sep 2013, 16:59
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99