ng571AEROSPACE HG 80-ZPPP-3 დაჯდება 390 ლარი რომ ჩამოვიტანოთ! არ მესმის რად გინდა ამოდენა ხარჯის გაღება. ეხლა GERMAN MAESTRO-ს ფასებს ვარკვევ საქართველოსთვის და მემგონი ძალიან დაბალი გამოგვდის ევროპასთან შედარებით! თუ GLADEN-ის 2 კომპონენტიანი ფრონტი არ გინდა, მაშინ აიღე მაესტრო მათი უნიკალური ტვიტერი საკმაოდ კარგათ იღებს მიდრენჯ დიაპაზონსაც თან HAND MADE IN GERMANY!
აბა ნახე ეს ლინკი:
http://www.german-maestro.de/EN/sv6509.htmhttp://www.german-maestro.de/EN/sv6509active.htm (კროსების გარეშე)
დააკვირდი რა დაბლიდან იღებს ბასს 30 ჰერცი ამაით ზოგიერთი საბი ვერ დაიტრაბახებს! ამ სერიის მიდბასის FS ექნება სადღაც 37-40 ჰერცზე და ეს ნიშნავს რომ საბთან მაგარი დაკავშირება იქნება და ლოკალიზაციას საერთოდ ვერ შეატყობ!
B@CHIრაგინდა მაგ შენი დინამიკებიდან გამაგებინე?

არ შეუძლიათ მეტი და რა ჰქნან? თან ეტყობა ცხოვრებითაც დაღლილები არიან უკვე, შენ კიდევ მათ მძიმე "მეშოკებს" ათრევინებ

. როცა ცოტა ფულში OK იქნები, იფიქრე წინა აკუსტიკის აპგრეიდზე აუცილებლად!
_JABA_არვიცი რატომ გირჩიეს მაშინ ეს კომპლექტი თქვენი სისტემის ასაწყობათ! ამათი დანიშნულება არის ESPL მიმართულება სადაც ჟღერადობას ნაკლები ყურადღება ექცევა და მთავარი პრიორიტეტი არის სისტემის არანორმალურად დიდი ხმა და რაც შეიძლება მეტი დეციბელი საზომ ხელსაწყოზე!?
ავხსნათ მიმდევრობით:
Saundstream sst-80 ეს არის 8 ინჩიანი მიდრენჯ დინამიკი რომელსაც დაბლა დიაპაზონი ეწყება 100 ჰერციდან (მიდრენჯ დიაპაზონის საწყისი) მაგრამ არის 8 ინჩი (20სმ)! ამ ზომის კარგათ ჟღერადი მიდრენჯი დინამიკი არ არსებობს ბუნებაში, რადგან ამოდენა ზომის დიფუზორი და მთლიანად დინამიკის მუშა სისტემა გამოდის ძალიან მძიმე იმისთვის რომ კარგი და ზუსტი დეტალიზაციის მიდრენჯ დიაპაზონი დაუკრას რადგან დინამიკის მუშა სისტემას აქვს ძალიან დიდი ინერციულობა, რომელიც ამ დიაპაზონში დაუშვებელია თუ ხარისხზე ორიენტებულ სისტემას აწყობ! ESPL ში სადაც ხმის დეტალიზაციას არ ექცევა დიდი ყურადღება და მთავარია დიდ ხმაზე იყვიროს და რაც შეიძლება მეტი დეციბელი შეჰქმნას, მწარმოებლებს უწევთ ამოდენა დინამიკების კეთება ჟღერადობის ხარისხის ხარჯზე, მაგრამ დიდ ხმაზე ეს ხარისხი უკვე არავის აინტერესებს.
ზუსტად ამიტომაც მიდრენჯ დიაპაზონის სტანდარტათ უკვე დიდი ხანია მიჩნეულია 3.5-4 ინჩი (მაქს. 8 სმ) დინამიკები, რადგან მათი დიფუზორი უკვე საკმაოდ მჩატეა იდეალური დეტალიზაციისთვის და საკმაოდ დიდია რომ 100 ჰერცზე დაბალი სიხშირე დაუკრას.
გარდა ზემოთ თქმულისა თუ მაინც გადაწყვეთთ ამ დინამიკის გამოყენებას შეგექმნებათ დამატებითი ორი პრობლემა!
1) ამოდენა ზომის დინამიკს აუცილებლად ჭირდება დიდი მოცულობა უკან მხარეს რომ კარგათ იმუშაოს, და რაც მთავარია აუცილებელია რომ ეს მოცულობა ორმაგათ იყოს ვიბრო და ხმა იზოლირებული, რაც დამატებითი და საგრძნობი ხარჯებია, და ეს უნდა გაითვალისწინოდ!
2) რადგან ეს დინამიკი იღებს სიხშირეს 100 ჰერციდან თქვენ საერთოდ ამოვარდნილი გაქვთ მიდბას დიაპაზონი რაც აუცილებელია კარგი ჟღერადობისთვის. თუ საბვუფერს დააკვრევინებთ ამ დიაპაზონს მაშინ გაჩნდება ძალიან დიდი ლოკალიზაცია ხმის, და რადგან საბს მოუწევს იმ საქმის გაკეთება რისთვისაც არ არის შექმნილი *(ანუ მის დიფუზორს ძალიან ჩქარი მუშაობა) ეს ძალიან დააზიანებს ბასსაც.
Saundstream sst-05
ეს არის ESPL ტვიტერი რომელიც ძალიან კარგია დიდი ხმისთვის, მაგრამ თქვენთვის გამოუსადეგარია, ზუსტად იმის გამო რითაც ზემოდ ხსენებული მიდრენჯი.
ეს არის რუპორული ტიპის ტვიტერი რომელსაც აქვს ალუმინის დიფუზორი რომ დიდ ვატებს გაუძლოს, მაგრამ ეს ყველაფერი აზიანებს ხმას და მაღალ დიაპაზონს ძალიან უხეშს და "ყურისმოჭრელს" ხდის და ასევე დეტალიზაციაზე უკვე ლაპარაკიც აღარ არის. ვფიქრობ თქვენთვის ეს მოდელი არ ივარგებს თუ კარგი დეტალიზირებული ჟღერადობა გინდათ!
Alpina MRX F65 - 1 ცალი
ეს არის D კლასის ხმის გამაძლიერებელი რომელსაც კარგი ჟღერადობის ფანები პატივს არ ცემენ, და საბვუფერზეც არ აერთებენ ხოლმე! გამომდინარე კონსტრუქციული დიზაინიდან ამ ტიპის გამაძლიერბლები ვერ ჟღერენ სწორად და აკადემიურად. ამ ბოლო დროს მწარმოებლებმა ცოტათი გამოასწორეს მათი ჟღერადობა, მაგრამ მე ვთვლი რომ ჯერ ადრეა მათი გამოყენება კარგი ჟღერადობის შესაქმნელად. მათი მთავარი დანიშნულებაა ESPL შეჯიბრები სადაც მათ ბადალი არ ყავთ! დიდი სიმძლავრე, პატარა ზომები, თითქმის არ ცხელდებიან და ა.შ.
თქვენ ეს გამაძლიერებელი არ გამოგადგებათ კიდევ იმით რომ მასი სიმძლავრე საკმარისი არ იქნება SST-80 გასაქაჩად
JL Audio 13w7-1.5 - 1 ცალი
ძალიან კარგი საბია ESPL-ში!
თქვენ არ გამოგადგებათ იმიტომ რომ არის ძალიან დიდი ზომის და ჭირდება დიდი ყუთი სამუშაოდ. ასევე ძალიან მძლავრი გამაძლიერებელი(ზემოდხსენებული ვერ გაქაჩავს).
ასევე მე რაც ვნახე ფასები 1000$ მეტი ღირს შტატებში და მისი ჩამოტანა და განბაჟებაც ძვირი დაგიჯდებათ. და საჭიროა ამოდენა ხარჯი იმისთვის რაც თქვენ რეალურად არ გჭირდებათ?
Kicker cvr12
ესეც იგივე თუმცა ბევრად იაფი ღირს! ეს ბრენდი ცნობილია ESPL-ში მაგრამ Sound Quality ანუ SQ მათ ცოტა ნამუშევრები აქვთ. თქვენ ალბათ ეს არ გამოგადგებათ თუმცა ისე თუ ასე და დიდი წვალებით შეიძლება ის SQ ზეც ამუშავდეს.
ერთი რამ იცოდეთ: სისტემის ჟღერადობა არ ფასდება ვატებით და ეს ყოველთვის ბოლო პარამეტრია რასაც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე! სალონში რომ გაუსაძლისად დიდი ხმა იყოს რომელსაც მაქსიმუმ 10-15 წუთი მოუსმენს ადამიანი, საჭიროა საშუალოდ 100 ვატი ფრონტალური აკუსტიკა(50+50 ვატი დინამიკები) და 100-250 ვატი საბვუფერი. ამაზე მეტი უკვე ძალიან არაკომფორტულია ადამიანისთვის, ყურსაც ღლის და ასევე დიდად სტრესავს ორგანიზმს, რომ არაფერი ვთქვათ უსაფრთხო მოძრაობაზე! თუმცა ამ მიმართულებასაც ბევრი მოყვარული ეკსტრემალი ჰყავს და ისინი ყველანი გაწევრიანებულები არიან ESPL-ში European Sound Pressure League.
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99