EMMA GEORGIAმეორე შეკვეთა ხომ არ გაგიკეთებიათ?
საბოლოოდ ამ ეტაპზე ჩამოვყალიბდი 2 კომპონენტიან ფრონტზე რადგან მაგნიტოლას კროსოვერის რეჟიმი სხვა საშუალებას არ იძლევა იდეალურად რომ დაჯდეს ყველაფერი.
აქედან გამომდინარე მგონი გადავწყვიტე და გლადენებს შევიძენ გლადენის გამაძლიერებლიანად...
ეხლა მაინტერესებს 2 კომპონენტიანი ZERO-ს ხაზის ფასები როგორც აქტიურის, ასევე პასიურის, კროსოვერით (კროსოვერი ეხლა არ დამჭირდება, მაგრამ თუ ძალიან დიდი სხვაობა არ იქნება ფასში, იყოს ესაც, რა იცი მომავალში რა ხდება)

SQX 165 -ის ფასი გიწერიათ უკვე და ბარემ SQL-იც შემახსენე (SQX და SQL-იც ორივე ვარიანტი მაინტერესებს (Active/Passive set)
ისე, RS 165-ის Resonance frequency fs 56,63 HZ რომ აქვს, SQL-ს 75,9 HZ და SQX 165-ს 60,35 HZ ეს ნიშნავს, რომ RS 165-ს უკეთესი მიდბასი ექნება? ამ SQL-ს 75,9 HZ ძალიან მაღალი არ არის? საბვუფერს თუ 63-მდე ვამუშავებ 63-75.9 -მდე ჩავარდნა არ მექნება ეს თუ დავაყენე?
მოკლედ მონაცემებით მგონი ყველაზე კარგი არის RS 165 და ZERO PRO 165.2 DC (Resonance frequency fs52,59 HZ)
რადგან 2 კომპონენტიანს ვაყენებ ამიტომ ვამახვილებ ასეთ დეტალებზე ყურადღებას... არ მინდა რომ ამდენი ფული გადავიხადო და შედეგი ისეთი არ იყოს როგორსაც ველოდები

ეხლა გამაძლიერებელი:
RS 100c4 ეს ვიცი 450 ლარი მითხარი.
RS 150c2 ამის ფასსაც თუ მეტყვი კარგი იქნება, ამ ორარხიანზე დინამიკებს დავსვავდი და ჩემს პიონერის გამაძლიერებელზე ტვიტერებს, ან რამე სხვა გამაძლიერებელს ვიყიდი.
მოკლედ ეს მაინტერესებდა და როცა მოახერხებ იქნებ გამირკვიო.
კიდევ ერთი შეკითხვა, Mac audio ნორმალური ბრენდია? საუბარია old school (მეორად) გამაძლიერებელზე.