ეგ არის თავის ფასში ერთ-ერთი საუკეთესო ჰედ იუნიტი, პროცესორიანი ყველა საჭირო ფიჩერი, რომელიც hi-fi-ს ქაჩავს უპრობლემოდ
ანუ გააჩნია რეალურად შენ რა გჭირდება, რას ეძახი "უბრალოდ კარგად რომ მოვუსმინო სიმღერებს" ამ დეფინიციას.
თუ მართლა კარგად გინდა მუსიკის მოსმენა, მაშინ აკეთებ დაახლოებით ესეთ რამეს:
1) ყიდულობ პროცესორიან ჰედ იუნიტს
2) აუქმებ უკანა დინამიკებს
3) ყიდულობ ხარისხიან წინა კომპონენტურ დინამიკებს
4) ყიდულობ გამაძლიერებელს
5) ცვლი აუდიო გაყვანილობას
6) ყიდულობ საბვუფერს
+ ფორესტერს დანამდვილებით სჭირდება ვიბრო და ხმის იზოლაცია
თუმცა, აქ რაც ჩამოვთვალე, ამ ყველაფერს $$$-ებიც უნდა საკმაოდ. ამიტომ, შენი საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა გათვალო რა კომპრომისზე გიღირს წასვლა.
მაგალითად, თუ ბიუჯეტი შეზღუდულია, მაგრამ თან მაქსიმალურად კომფორტულად გინდა მუსიკის მოსმენა, ვიყიდდი მინიმუმ პროცესორიან მაგნიტოფონს + წინა კომპონენტურ დინამიკებს და უკანა დინამიკებს გავაუქმებდი. მერე უკვე, თუნდაც ნახმარი გამაძლიერებელი, იაფად ნაყიდი უკვე საკმაო შედეგს იძლევა, პრავოდკის გამოცვლა კიდევ საკმაო შედეგს, მაგრამ ყველაფერი ხარჯია და $ უნდა.
მოკლედ, პროგრამა მინიმუმი:
პროცესორიანი ჰედ იუნითი (ან უპროცესორო, გააჩნია რეალურად რა მოთხოვნილება გაქვს) და წინა კომპონენტური დინამიკები. იგივე მაგალითად გლადენის M 165 ძალიან კარგი ბიუჯეტური რამეა. მიუხედავად იმისა, რომ 165 ლარი ღირს (როგორც მახსოვს), ბევრ თავისზე ძვირ სხვა ბრენდის დინამიკებს იმასუშვება

+ უკანა დინამიკების გაუქმება.
მინიმუმ ეს უკვე მოგცემს საკმაოდ დიდ სხვაობას მანქანის სტანდარტულ აუდიო სისტემასთან შედარებით.
This post has been edited by Power_VANO on 20 Sep 2013, 00:13
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.