abes777მოკლედ, დავიწყოთ იქიდან, რომ აუდიო სისტემის გაუმჯობესებას მანქანაში ვიწყებთ უკანა დინამიკების გაუქმებით
უკანა დინამიკები ამახინჯებს ჟღერადობას საშინლად, მიუხედავად იმისა, რა ხარისხის დინამიკები დგას.
ანუ ძალიან კარგი ჟღერადობის მისაღებად მანქანაში სავსებით საკმარისია წინა კარებებში კომპონენტური დინამიკები (ანუ მიდრეინჯი + ტვიტერი) და ბასი.
300$ არის 500 ლარი.
მაგ ფასში შენ მოგივა გლადენის M165 კომპონენტური დინამიკები, 6.5 ინჩიანები + 2 არხიანი გამაძლიერებელი და დაგრჩება კიდევაც დაახლოებით 140 ლარი იმისათვის, რომ იყიდო ვიბრაციისა და ხმის იზოლაციის მასალები კარებებისთვის და ახალი კაბელები, კვების, სიგნალის და დინამიკებისთვის. მოკლედ, 500 ლარი მაგას ეყოფა.
+ შენ არ მოგისმენია მაგ M165-ებისთვის. მიუხედავად თავისი ზომისა, ქმნის საკმარის წნევას იმისათვის, რომ საკმაოდ კარგი ბასის ილუზია შექმნას მანქანაში. მაგალითად, ჩვენს ფორუმელს,
RZ-S TT-ს M165-ები ჰქონდა შეერთებული იმაზე დაბალი სიმძლავრის გამაძლიერებელზე, რაც ამ დინამიკებს სჭირდებოდა. თუმცა, მუსიკის მოსმენისას ხალხი ბასავიკს ეძებდა სალონში

მოკლედ, უნდა მოუსმინო იმისათვის რომ განსაზღვრო დამატებითი ბასის საჭიროება და ხარჯი მისთვის.
არის მეორე ვარიანტიც, უფრო ძვირადღირებული, მაგრამ ცალკე ბასით.
ამ შემთხვევაში ყიდულობ M165 დინამიკებს, 4 არხიან გამაძლიერებელს და 8 ან 10 ინჩიან ბასს (Gladen RS08 ან M10. შეგიძლია უყუთოდ იყიდო და ყუთი შენით გაუკეთო, უფრო იაფი დაჯდება, ან იყიდო ყუთიანი ვერსია).
გამაძლიერებლის 2 არხზე დასვამ M165-ებს თავისი კროსოვერებით, დარჩენილ 2 არხს კი დაბრიჯავ და გაუშვებ ბასზე.
რა თქმა უნდა, ცალკე ბასი კარგია უფრო, მაგრამ ცოტა მეტი ხარჯიც იქნება გასაღები. 4 არხიანი გამაძლიერებელი ცოტა ძვირი ღირს + დაგჭირდება ყუთის აწყობა ბასისთვის + მეტი პრავოდკა რომ ბასიც შეაერთო.
+ კიდევ ერთი საკითხი, ჰედ იუნიტი, მაგნიტოფონი რა გაქვს შენ?
საუკეთესო ვარიანტია მიხვიდე EMMA-ს ბოქსში GPI-ს მეორე კორპუსის უკან, სადაც გაცილებით კომპეტენტურ რჩევას მოგცემს EMMA GEORGIA, ვიქტორი, ქარ აუდიოს ექსპერტი, კონკრეტულ ფასებსაც გეტყვის ნაწილებზე

როგორც წესი, ვიქტორი ყოველდღე 18:00-18:30-დან იქაა ხოლმე, თვითონაც შემოდის ყოველდღე ფორუმზე. აი აქაა ბოქსი:
This post has been edited by Power_VANO on 1 Oct 2013, 21:35
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.