ეხლა ზოგიერთებმა ისე გააბანძეთ ეს პაჯერო, როგორც ჯერემი აბანძებს ხოლმე დედისხვნა მანქანებს ტოპ გეარში

ლექსუსივით მაღალი კლასი არ არის, კომფორტის ამბავში. ნუ მაგის გამო ფასსშიც დიდი სხვაობაა.
ამ მანქანის დიდი პლიუსი არის პაჯეროს ცნობილი სუპერ სელექტ ტრანსმისია. გამძლეობა და სიმარტივე. აქვს ინტეგრირებული რამა მაგრამ რავ4 და მაგის კლასის მანქანებს არავინ შეადაროთ. საბუქსირეებიც საკმაოდ მძლავრი აქვს რომ საკმაოდ დიდ გარტყმებს უძლებს უპრობლემოდ. ერთხელ დაჟე რამიან ჰაილუქსიდან მოვწყვიტეთ საბუქსირე. იბრიგინე როგორც გინდა, პირადი გამოცდილებით გეუბნები უძლებს. სხვა რა გითხრა აღარ მაფიქრდება. ნუ სალონში ცოტა პლასტმასის ხმაურმა შეიძლება შეგაწუხოს, მაგრამ მაგის მოგვარებაც მარტივარად შეგიძლია. მე მაგალითად სულ არ მაწუხებს ეგ ხმაური და მაგის გამო არ ვიწუნებ ამ მანქანას.
ძრავებს რაც შეეხება 3.8 ახალი ძრავია, ზეთის და საწვავის ამბავში საკმაოდ პრეტენზიული. 3.0 ძრავი ბევრად მარტივია, წინა თაობის პაჯეროს მიმდევარია, დაბალი ხარისხის ბენზინზე მუშაობს მშვენივრად. 3.8 სავით დინამიური არ არის მაგრამ ცუდი ნაღდად არაა. მე პირადად ამ კლასის მანქანებში აგრესიულად და გაზგაყრილი სიარული სულ არ მიზიდავს. თუ სიჩქარე და მანევრი გჩირდება სხვაგან მოხვდი. არის მაგ კლასის 4X4 მანქანები. ამხელა მასაა, სიმძიმის ცენტრი მაღლა , რბილი დაკიდება. ასე რომ ჩემი აზრით ის აზრი რომ მკვდარია და ვერ იდგავსო რაც ძალიან ბევრისგან გამიგია დაიკიდე. ჰო კიდე 2 კარიანი თუ გინდა 3.0 კიდე უფრო უკეთესია. თითქმის 4 კარიან 3.8 ის დინამიკა აქვს.
დაუყენე თოვლში შესაბამისი საბურავი, მანქანასაც დაუმუღამე ცოტა და ძაან მაგრად იბუღნავებ გორებზე. უბრალოდ ზომა წონა იცოდე თორემ უფრო შორს მოგიწევს სამაშველო მანქანის საძებნელად სიარული

. ეს ნებისმიერს ეხება

)