ეგეთი ოპელია

მარტივ თემას გეტყვი როგორ დაადგინო მანქანის კონკრეტული მოდელის საბაზრო ფასი
გადახედე მაიავტოს
მერე გადი ბაზარზე
ნახე კონკრეტული მოდელის (ნუ წელი, მდგომარეობა მსგავსი უნდა იყოს მაგრამ არა იდენტური) 20 მანქანა მაინც და მაგათი ფასის საშუალო არითმეტიკული არის მაგ მოდელის საბაზრო ფასი
ჩვენთან როგორ ხდება
ნახავენ 5 მანქანას, აქედან 4 ღირს 4,5-5K, ერთი ღირს 3K ხოდა ჰგონიათ რომ ამ მოდელის ფასი არის 3K და ეძებენ მერე მაგ ფასში თან ტვინს გითოხნიან (ერთი პერიოდი მეც ვყიდდი მანქანას)
არადა ის ერთი რატო ღირდა 3K ჯერ ეგ უნდა გაარკვიო
ბაზარი არაა, ვიღაცას შეიძლება ძალიან ეჩქარება და კაი ვარიანტი ჩაგივარდეს იაფად, მაგრამ 90% შემთხვევაში ეს არის ნაგავი
სხვა თემაა თუ შენ იჩალიჩებ ჩამოყვანას და რაიმეს იაფად მოარტყავ, მაგრამ იქაც თავისი ფასებია ყველაფერზე
ეხლა კონკრეტულად რაც იმ ბმვ-ზე დავწერე - 21 წლის მანქანის ყიდვას ჯობია ავტობუსით იარო იმიტომ რომ ყოველ წელს ერთი იმდენი უნდა მოახმარო რომ ხოდზე იყოს