maverick25552 გაიხარე ბიძია ბაბუა. მიზნებს გეტყვი ეხლა. ჩემი პროექტი არის აი ამის ანალოგი:
sentry gunეს არის ავტო დამიზნების სისტემა პეინტბოლისთვის და აირსოფტისთვის.
მე უშუალოდ ვაკეთებ აირსოფტის ბოტს. ამ პროექტისგან განსხვავებით ჩემსას გადაადგილება შეეძლება. არსებობს რამოდენიმე გამოსავალი ამის გასაკეთებლად. ყველაზე მოხერხებული raspbery pi. რომელსაც შეუძლია ვიდეო ნაკადის დამუშავება, მაგრამ ისევე როგორც ჩვეულებრივ wify სისტემებს ვიდეოს გადაცემისას აქვს დაყოვნება. გადაცემა უშუალოდ ხდება ჩვენთან zigbee ტექნოლოგიებით (xbee pro და ასე შემდეგ). მეორე ვარიანტია ip კამერები. მაგრამ მანდაც დაახლოებით იგივე პრობლემებია თუ სერიოზულ დაცვითი სისტემების გადამცემ კამერებს არ გამოიყენებ. ყველაზე უბრალო ვარიანტი კი არის ჩვეულებრივ ნოუთბუკზე web კამერის შეერთება და teamviewer-ის ნაირი პროგრამით სხვა წერტილიდან კონტროლი. ეს ისეთივე რამეა რაც მე მოცემულ ლინკზე დავდე (sentry gun). და ბოლოს როგორც დავრწმუნდი ყველაზე საუკეთესო თქვენი fpv-სისტემების გამოყენებაა.
2.4ghz-ის გამოყენება იმიტომ არ მინდა რომ ჩემი ბოტის კონტროლი ხდება xbee pro-თი 2.4ghz სიხშირეზე, რაც 2.4ghz fpv-სისტემას შეუშლის ხელს. ამიტომაც ვფიქრობდი 900ghz-ზე აქცენტის გაკეტებას.
ჩემი პროექტის მიზანია:
მუხლუხოვანი ბოტი აირსოპტისთვის, პერიმეტრის საკონტროლოდ. შენობებში (SCB - ძირითადად ძველ მიტოვებული ქარხნების ტერიტორიები და სხვადასხვა ნანგრევი შენობები), ტყის ოპერაციები (მთაგორიანი მასივები). მოქმედების რადიუსი - SCB-50-100 მეტრი, ტყის მასივები 100-200 მეტრი. ამ პროექტზე დაახლოებით 1 წელია რაც ვმუშაობ. უმეტესი რადიოელექტრო დეტალები ხელით არის გაკეთებული xbee pro-ს გარდა. გამოყენებულია როგორც ARM(2 ცალი. ვიდეო-აუდიო დამუშავებისთვის) ასევე ATMEL(10 ცალი. სხვადასხვა საზომი მოწყობილობებისთვის) მიკროკონტროლერები.
ტექნიკური მაჩვენებლები:
მუხლუხოვანი ბოტი - ripsaw-ს პატარა ანალოგი (აწყობის ეტაპზეა),
წონა 25-30კგ,
გადაადგილების სიჩქარე 5-6მ/წ.
ზედ დამაგრებული ავტო-დამიზნების სისტემა აირსოფტის M4 ტიპის შაშხანაზე (პრაქტიკულად აწყობილი მაქვს და მუშაობს თავისი მოძრაობის და სახის ამომცნობით).
ტემპერატურის საზომი სისტემით(გარე და შიგნითა აპარატურული კონტროლით. ესეც მუშაობს),
აქსელერომეტრ/გირესკოპის სისტემა (აირსოფტის იარაღისთვის. ეს დამუშავების პროცესშია),
ლაზერული მანძილის საზომი(პარალაქსის პრინციპზე მუშაობს, web კამერაზე ამართლებს და ახლო მანძილებზე 2-15 მეტრამდე ცდომილება მინიმალურია),
აუდიო კავშირი ორმხრიანი (გაკეტებულია და მუშაობს)
დისტანციური კავშირი xbee pro 2.4Ghz. დატესტილია და მშვენივრად მუშაობს 70-100 მეტრამდე (ტყის მასივებში უჭირს და ამ საკითხზე ვმუშაობთ).
FPV ??? ბევრიიი კითხვის ნიშნები. აზზე არა ვართ რა ვქნათ და მაგიტომაც მოვედი თქვენთან დახმარებისთვის. ip კამერებმა არ გაამართლეს

P.S დიდი ბოდიში ხალხო რომ ოფტოპივით გამოვიდა ჩემი პოსტი მაგრამ მართლა მჭირდება თქვენი დახმარება.
* * *
თან ეს დღევანდელი ზარიც სიხშირის კონტროლის ცენტრში. 900Mhz აკრძალულიაო, მობილურის ოპერატორები იყენებენო. მთლად გამომიყვანა წყობილებიდან. ვერ გავიგე რუსეთში და სხვაგან მობილურის ოპერატორები არ იყენებენ 900Mhz? თუ ჩვენი 200-1000 მილივატიანი გადამცემებით დავუხშობთ მაგათ 10 და 20 ვატიან სიგნალებს? დავიბენი უკვე გამოდის რომ გადამზიდმა რომც ჩამოიტანოს საზღვარზე ბიჭები არ გამოატარებენ 900Mhz ვიდეო გადამცემს? თუ ეს ერთი წლის წვალება ამ სისულელის გულისთვის მეყრება წყალში?
ავუფეთქებ მე მაგ ცენტრს ზუსტად ამ ჩემი ბოტის დახმარებით

ოღონდ დისტანციური მართვით კი არა პირდაპირი ვიზუალური ხედვით

)))
ისე მართლა მაინტერესებს მაგათი რეაქცია უცბად ოფისის კარი რო შეტყდება და T1 ტერმინატორივით გაბღინძული რობოტი ეტყვის ჩამრთეთ 900Mhz

))))) თუ არადა დაგაჯდათ სიკვდილის ბუზიო.