DUDEGIVBENDკაია უნდა იგაზაოთ მაგას რა ჯობია
* * *
წელს ,,გალფი’’ რეგიონებში 4 გაზგასამართ სადგურს გახსნის
2013 წელს კომპანია ,,გალფი’’ რეგიონებში 4 გაზგასამართ სადგურს გახსნის. ამის შესახებ „კომერსანტთან“ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯიბლაძე აცხადებს.
მისი თქმით, ამ დროისთვის ,,გალფის’’ ორი გაზგასამართი სადგური თბილისში ფუნქციონირებს, დამატებით 4 სადგური წლის განმავლობაში ეტაპობრივად ქუთაისში, ხაშურში, ფოთსა და ბათუმში გაიხსნება.
ჯიბლაძის განცხადებით, გაზგასამართი სადგურების მომხმარებელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება და კომპანია გაზგასამართი სადგურების ბიზნესით კმაყოფილია. შეგახსენებთ: ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით გაზგასამართ სადგურებს კომპანიები ,,ვისოლი’’, ,,სოკარი’’, ,,გალფი’’ და ,,ეკო გაზი’’ ფლობენ.
http://commersant.ge/?id=15771