Hashiriyaრეგისტრაციის ფასის 3–4 პაკეტი იქნება, ახლა ვერ ვიტყვი... 2 კვირით ადრე დაგიდებთ ფასებს და პირობებს დეტალურად...
sviana11რაც შეეხება კალენდარს – მაგის დადებასაც სპონსორების გამო ვწელავ...
ზაფხულში გვინდა ტურნე დიდ ქალაქებში + დადგმული სანახაობით სადაც 4 ეტაპი შეიძლება გაკეთდეს...
ეს ინფოც აპრილის შუა რიცხვებში დაიდება...
Go_Chitaჩვენი ცუდი ორგანიზება თუ გინახავს გვითხარი

მაქსიმალურად ვიხარჯებით და დავიხარჯებით...
ძალიან გვინდა, რომ დიდი ინტერესი მივცეთ სპონსორებით და პრიზებით... მოკლედ (ღვთის წყალობით) არ გაგაწბილებთ ერთი ეგ ვიცი...
სპონსორებს ვინც ეძებთ თქვენი დრიფტ–მანქანებისთვის:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კიდევ ერთხელ დავწერ:
1) როგორც ნატახტარის დრაგზე იყო, ასევე აქაც იქნება კარგი გადაღება, სადაც დეტალურად გამოჩნდება თქვენი ავტომობილი!
2) ყველა ეტაპისთვის დამზადდება საანონსო ოფიციალური ვიდეო–რგოლი და სურათები, სადაც თითოეულ გუნდს და მის სპონსორს დავაწერთ...
3) თითო გუნდს მოგცემთ სარბოლო მონაკვეთთან 6 კვადრატულ მეტრამდე სარეკლამო სივრცეს 50/50–ზე თქვენი გუნდის და თქვენი სპონსორებისთვის...
4) წამყვანს ჩავუნიშნავთ და წამყვანიც სისტემატიურად გამოაცხადებს თქვენი გუნდების სპონსორებსაც...
5) 8 ეტაპიდან ნახევარს მაინც ვგეგმავთ ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე, რაც უფრო საინტერესო იქნება თქვენი სპონსორებისთვის...
*** დანარჩენს უკვე თქვენს მანქანებზე შესთავაზებთ და ცოტა მეტი იბოლავეთ!
თავმდაბლობას და მორიდებულობას მარკეტინგი არ აფასებს ; )
პ.ს. ცოტა მეტ სტიმულს მოგცემთ და თევზაძესაც ვესაუბრე და თავის გუნდსაც შექმნის!
Tramp Drifters
NeedForDrive
Slide Empire
Drift Factor
BCG - Drift Team
იმედია RIM School–იც მიიღებს მონაწილეობას მევლუდ მელაძის მეთაურობით!
ასე რომ დიდი ბოლი გველის აპრილში!