აბა ჩემ ისტორიასაც დაწერ და იცინეთ რამდენიც გინდათ

პირველად მაშინ მივედი ავტოსკოლაში როცა ძველი ბილეთები (500 საკითხი რომ იყო) ძალაში იყო და დღე-დღეზე ელოდებოდნენ ახლით შეცვლას. მოკლედ ერთ ერთ ავტოსკოლაში ჩავაბარე (ჩიტი თუ გვრიტი 2000 ერქვა, რომლის მასწავლებელიც მეუბნებოდა რომ არაფრის აზრზე არ ვიყავი, თავად კი კარგად გვიყვებოდა თუ როგორ "შუმახერობდა" და რა საგმირო საქმეებს სჩადიოდა კომუნისტების დროს) და საბუთების გაკეთება ძალიან დამიგვიანეს (ფსიქო და რაღაცეები კიდე) 1 თვე მალოდინეს. მომცეს საბუთები და 2-3 დღეში წავედი ჩასაბარებლად. დამხვდა ახალი გამოცდები რომელიც 3 დღის შეცვლილი იყო. ვიფიქრე ბარემ მოსული ვარ, უკან ხოარ წავალ თქო და მეც გავედი. 13-ე კითხვაზე ჩავიჭერი... შესაბამისად პრაქტიკული გამოცდაზეც არ ვყოფილვარ.
წამოვედი გაბრაზებული მარა ხელი არ ჩამიქნევია. სადღაც 6-7 თვეში 5 ჯერ გადავიკითხე ახალი ბილეთები (1200 კითხვიანი წიგნი) და დავიზეპირე მოკლედ რომ ვთქვათ. ამ 6-7 თვის განმავლობაში საერთოდ არანაირ მანქანაზე არ ვიყავი ნაჯდომი.
შევედი თეორიულ გამოცდაზე, დავჯექი ჩემ ადგილზე და მოვიდა ერთი კაცი ვინც უნდა ჩამირთოს ჩემს კომპიტუერზე გამოცდა. ესეიგი 5 წუთი სენსორულ ეკრანს ეჩალიჩება, ვერა და ვერ დააჭირა იმ ღილაკს რომ ჩემთვის გამოცდა ჩაერთო. ეკრანზე დააჭერს თითს და სინამდვილეში სხვაგან ეჭირებოდა, აზრზე ვერ მოდიოდა რატო არ ეჭირებოდა. ბოლოს როგორც იქნა ჩამირთო და წავიდა. მე ეგრევე მივხვდი სენსორზე შეხების წერტილები იყო არეული და კალიბრაცია ჭირდებოდა მაგრამ ხმა არ ამომიღია. დავიწყე ბილეთების არჩევა და A პასუხი რომ ამერჩია ეკრანზე B პასუხის ადგილზე ვაჭერდი თითს

ჩავაბარე უპრობლემოდ მაგრამ სენსორული ეკრანის რომ არაფერი მცოდნოდა ხომ ჩავიჭრებოდი :S ან იქნებ რამდენი ჩაჭრილა კიდეც მხოლოდ იმიტომ რომ ეკრანზე რასაც აჭერს, სინამდვილეში სენსორი სულ სხვა ადგილზე აღიქვავდა დაჭერას.
მერე პრაქტიკაზე გადავინაცვლე, ბოლოს გავედი

ჯერ ყველას ვუყურე და ყველა ჩაიჭრა. ყველამ ერთი–მეორის მიბაძვით დაიწყო გარაჟში მანქანის შეყენება. ძალიან ახლო კუთხიდან იწყებდნენ მანქანის შეყვანას და მაქედან შუმახერიც ვერაფერს გახდებოდა

ყველას ეგონა რომ მაქედან უნდა დაეწყოთ შეყენება, არადა ერთმა გოგომ შეცდომით დაიწყო შეყენება და ყველამ მას მიბაძა (ესე რატო დაიბნენ არ ვიცი, ალბათ ნერვიულობდნენ)
მოკლედ ჩემი ჯერიც მოვიდა, დავჯექი და დავძარი მანქანა, ავიღე დიდი დისტანცია რომ გარაჟში უპრობლემოდ შევსულიყავი. ეხლა უკან ვერ მიმყავს მანქანა რომ გარაჟში შემეყენებინა. ზადნიში ჩაგდება არ ვიცოდი. (თან ბოლო 6-7 თვე, რაც პირველ თეორიულ გამოცდაზე ჩავიჭერი, იმ დღიდან მოყოლებული მანქანაზე არ ვიყავი ნაჯდომი, ანუ გამოცდაზე პრაქტიკის გარეშე წავედი რა)
გვერდით ინსტრუქტორს ვკითხე, უკან როგორ დავძრა თქო, სიჩქარეში ჩაგდება არ ვიცი თქო. იმანაც მითხრა და გარაჟშიც შევაყენე. მერე გამოვედი და წინ ხაზთან მითხრა გააჩერეო. გავაჩერე და ჩამიქვრა კიდევაც ძრავი. გული გამისკდა მარა ამ 1 შეცდომას გაპატიებო და მეორე შეცდომაზე აღარაო.
მერე აღმართზე დაძვრა იყო პრობლემა. ვეკითხები ინსტრუქტორს რუჩნოი უნდა ამოვწიო თქო? კიო მიპასუხა.
მეც ამოვწიე და ვამოწმებ თუ დაიჭირა მანქანა, ტორმუზს ნელ-ნელა ავუშვი ფეხი და 5 სანტიმეტრზე დაგორდა. მერე მითხრა კარგად ამოწიეო, მეც უფრო მაგრად ამოვწიე და აღარ დაგორებულა. მერე ამოვედი მარა ცოტა დამიბუქსავდა მაინც.
ისე მივდიოდი წინ აღარაფერზე არ ვფიქრობდი. სრულიად მოულოდნელად გავხედე წითელი ენთო, ვიფიქრე აქ მატარებელი მაინც არ გამოივლის და რისთვისღა გავაჩერო თქო

მაგრამ წითელზე ისე გავჩერდი დღემდე არ ვიცი რატო. მე ჩემი ლოგიკით წასვლას ვაპირებდი

ბოლოს დავამთავრე პრაქტიკაც და ინსტრუქტორი მეუბნება, 1 კვირაში მოდიო. მეთქი ალბათ ვერ ჩავაბარე, ჩამიქვრა და ალბათ მაგიტომ თქო. მარა საბედნიეროდ 1 კვირაში დამიმზადეს მართვის მოწმობა.
ესეც happy end
ასეთი ისტორია ალბათ მილიონში ერთხელ ხდება