პირველი: შეაფასე შენი ფინანსები. აუქციონზე ნაყიდი კარგი მანქანა იაფი ვერ იქნება. 3000 დოლარამდე მაინც უნდა ღირდეს, რომ შენც გიღირდეს მისი ჩამოყვანა.
მეორე: იაპონელი დილერის მომსახურება, საბუთების გაფორმება და სხვა ოფიციალური ხარჯები ურტყამს 1000 დოლარს დაახლოებით. ვანინგი და ტრანსპორტირება ასევე 1000-ნდე ჯდება ჯამში. ანუ დაახლოებით 2000 დოლარს იხდი აუქციონზე მანქანის ღირებულების ზევით. ამიტომ მე მიკვირს მათი, ვისაც ჯართი მოაქვს იაპონიიდან. როგორც მინიმუმ მანქანა ხარჯებზე ძვირი მაინც ხომ უნდა ღირდეს.
მესამე: წინასწარ იაპონიის ბანკში უნდა დაიდოს ავანსად 800-1000 დოლარი. წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონზე ვერ მიიღებთ მონაწილეობას. ეს თანხა უკან დაგიბრუნდებათ მანქანის ფასში. თუ მოიგეთ, 7 დღე გაქვთ, რომ ისევ იგივე იაპონურ ბანკში გადაიხადოთ დარჩენილი თანხა, რომელსაც იაპონელი დილერი გეტყვით. ეს იქნება მანქანის აუქციონის ფასი + 1000 დოლარი სიტყვაზე. დამავიწყდა, დამაგრება კონტეინერში იაპონური მხარის ხარჯია, ამიტომ მაგასაც დაამატებენ. ვთქვათ 200 დოლარი.
მეოთხე: როდესაც თანხა გადახდილი გაქვთ, დილერი აკეთებს ბუკინგს და 15 დღეში დაახლოებით მანქანა კონტეინერშია და მოდის გემით. ფოტოსურათები გადაღებული აქვთ კონტეინერში ჩატვირთვამდე და გიგზავნიან. ტრანსპორტირების ფულს გადაიხდით თბილისში დაახლოებით 800-900 დოლარს 2 თვის შემდეგ, ან ცოტა მეტიც შეიძლება მოუნდეს სტამბული-ფოთი გაურკვეველი გრაფიკით მუშაობს.
მეხუთე: მანქანა მოდის ისეთი, როგორიც აირჩიეთ აუქციონზე. რაც წერია აუქციონის ფურცელში და შენიშვნებში, ასევე რასაც დამატებით შეამოწმებს დილერი აუქციონის წინ, წყალი არ გაუვა. აუქციონის ფურცელს უფასოდ გითარგმნიან თუ აპირებთ მანქანაზე დადებას.
არც ერთ დოლარს ზედმეტს არ იხდით სხვადასხვა შუამავლებთან. თუ დაინტერესდით, მითხარით და დაგეხმარებით. მე არაფერი არ მინდა თქვენგან