TOYOTA IST გვყავს ოჯახში 4WD , მომწონს. პატარა ტანკია სუფთა. vvty 1,5 - იანი ძრავი ცეპზე. დიფერი უკან ყუმბარების ნაცვლად, ირთვება მაშინ როცა წინა მობუქსავდება. ვარიატორის ნაცვლად ჩვეულებრივი ავტომატი უდგას. პასადკა მაღალი. მოკლედ თავის ფასში იდეალურია. მე გაზი მიდგას თან და იაფად დავდივარ, ლარით ქალაქში 10 კილომეტრს

ხადავოი გრუბი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ ამტანი. მე მაგას გირჩევ, ძალიან უპრობლემო მანქანაა თუ ნორმალური შეფასებით და გარბენით იყიდი. თუ საჭის გადატანას დააპირებ ეგეც ადვილად ხდება.
მინუსები „შუმოიზოლაცია“ - 0 , მაგრამ ეს ყველა პატარა იაპონური მანქანის ავადმყოფობაა

თუ მაგას იყიდი, გაიხსენებ ჩემ სიტყვებს , თოვლში მინი ტანკივით უბერავს , მაგარი დაცულად ვგრძნობ თავს, მოკლედ მაგრად მიყვარს ეგ მანქანა თავის გამავლობის და გამძლეობის გამო. თავის ფასში ძალიან კომპრომისული ვარიანტია. ქალაქში ბარდიურების აღარ შეგეშინდება, ოღონდ მე მოყოლილი საბურავები შევუცვალე და ოდნავ მაღლები დავუგე. კლირენსი აქვს 16 სმ და მოკლე ბაზის პირობებშ ეს სერიოზული მაჩვენებელია.
შედარებისთვის გეტყვი, პაჯერო იო მყავდა , მიცუბიშის სახელის გაგონება აღარ მინდა მაგის მერე. რავ 4 მყავდა მეორე თაობის 2001 იანი, საკმაოდ ძვირი მივეცი მახსოვს, კარგი მანქანაცაა რაზეა საუბარი, მაგრამ მაგის ნახევარ ფასში ist მირჩევნია, კომპაქტურია და არანაკლები გამავლობის, ტრასაზე რათქმაუნდა რავ 4 სჯობს. ტრასაზე სიჩქარე ეტყობა ისტს, ალბათ დიფერის გამო.