რა არის VIN კოდი?
VIN (Vehicle Identification Number) არის ასოების და ციფრებისგან შემდგარი 17-ნიშნა უნიკალური კოდი.
ეს კოდი მიენიჭება სატრანსპორტო საშუალებას მისი დამზადების (გამოშვების) დროს და შეიცავს ინფორმაციას მწარმოებელი ქარხნის, ტექნიკური მახასიათებლების და ა.შ. შესახებ. ეს კოდი არ შეიძლება შეიცვალოს მანქანის ექსპლოატაციის მანძილზე, ანუ არის ერთადერთი და განუმეორებელი, ამ კოდით ხდება ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია.
ბევრ ქვეყანაში არის მონაცემთა ბაზები, სადაც ასახულია ყველაფერი, რაც "გადახდა თავს" სატრანსპორტო საშუალებას მისი ექსპლოატაციის პერიოდში.
მარჯვენა საჭიანი იაპონური ავტომანქნებისთვის, რომლებიც შიდა ბაზრისთვისაა გამოშვებული ამ ტიპის VIN კოდი არ არსებობს, მას ცვლის FRAME ნომერი, ანუ ძარის ნომერი.
სად შეიძლება ვნახოთ VIN კოდი?
ამერიკული და ევროპული ავტომობილებისთვის უნდა ვეძებოთ შემდეგ ადგილებში:
მძღოლიოს მხრიდან წინა მარცხენა ნაწილში "პრიბორების" დაფის ზემოთ;
კარების ჭრილში მარცხენა მხარეს მძღოლის მხრიდან;
ასევე შეიძლება იყოს კაპოტის ქვეშ, უკან საბარგულში და სალონში.
ზოგიერთ იაპონურ ავტომანქანას შეიძლება მძროლის ფეხების ქვემოთ ჰქონდეს ან მარცხენა წინა სკამის ქვეშ.
მოკლედ საძებნელია
* * *
აი მაგალითად Toyota-ს შემთხვევაში კაპოტის ქვემოთ წინა მხარეს შეიძლება იყოს მიკრული ასეთი პატარა მეტალის დაფა. FRAME№ იაპონური ავტომანქანებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი გამოშვების თვის, სერიული ნომრის და სხვა მახასიათებლების დასადგენად. ბევრ საიტზე არის ამის შესაძლებლობა.