თუ თანხა ავანსად არ გაქვს "მძევლად დატოვებული"

დადე, არ დადე, მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ თუ გაქვს და თან მოიგე, მოგიწევს წამოყვანა. თუ არა და ჯარიმას აგკიდებენ და მოგიჭრიან ავანსის თანხიდან. ასე, რომ გირჩევნია ისევ აიღო და ეცადო გაყიდო.
რამდენი დადე და რომელ ლოტზე, თუ ვერ მოიგებ ახლავე გეტყვი, თუ 90% შანსი მაინც გაქვს იმასაც გეტყვი.
* * *
კიდევ ერთი შეკითხვა იყო პირადში. ვენდოთ თუ არა აუქციონის ფურცელს, რომელიც გასაყიდ მანქანას შუშის ქვეშ ამოუდეს.
ვენდობით მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ იმ აუქციონის სტატისტიკაში ოფიციალურ საიტებზე იძებნება ეს მანქანა და ფურცელი ერთი-ერთში ედრება საიტის ვარიანტს.
თუ აუქციონის ფურცელი ორიგინალი არაა და ოფიციალურად არ ქვეყნდება საიტებზე, ეგ შეფასება არაფერს არ ნიშნავს. მასეთ აუქციონის ფურცელს ბავშვიც დახატავს ფოტოშოპით.
თუ ორიგინალია შეფასების სიმკაცრეც განსხვავდება აუქციონების მიხედვით.
ხოლო ის მანქანები, რომლებიც დგას სტაიანკებზე, როგორც არ უნდა შეაფასონ დილერების საკუთარმა ექსპერტებმა, სანდო არ იქნება. ასევე გარბენიც ეჭვქვეშ დგება.
მხოლოდ აუქციონის სახლის ექსპერტების შეფასებაა სანდო. დასკანირებული ფურცლები ქვეყნდება აუქციონების ოფიციალურ საიტებზე და მოქმედებს ვიდრე მანქანა აუქციონის ტერიტორიაზეა.
ასევე სანდოა JEVIC და JAAI იაპონიის სახელმწიფო ინსპექციების შეფასება, რომლებიც თვითონ შეგიძლია შეუკვეთო და ფული ღირს. მაგრამ თუ მანქანას ჩვენს ბაზრობაზე აქვს მსგავსი სტიკერი, ეგეც არაფერს ნიშნავს. ამ სტიკერს უნდა მოჰყვეს შემოწმების ოქმი, სადაც დაწვრილებით არის ჩამოთვლილი მანქანის ყველა ხარვეზი. ეს საბუთები გაიცემა ინგლისურ ენაზე და განკუთვნილია ზოგიერთი ქვეყნებისთვის, სადაც მანქანებს ვერ შეიყვან ამ ინსპექციების საბუთების გარეშე.
* * *
კიდევ ერთი საკითხი, რადიაციული ფონი. არსებობს ქალაქების მიხედვით რადიაციული ფონების რუქები.
პირადად მე ვცდილობ არ ვიყიდო მანქანა რადიაციული დაბინძურების ზონებიდან, ძველი იქნება თუ ახალი. არსებობს გარკვეული ნორმები, რის მიხედვითაც შეიძლება დაუშვან ან არ დაუშვან პორტში მანქანა. მაგრამ ნორმებსაც გააჩნია, შეიძლება ფონი ნორმის მაქსიმალურ ზღვართან იყოს ახლოს. ბევრ ქალაქში საკმაოდ მაღალია რადიაციის ფონი.
სიფრთხილეს თავი არ სტკივა. 100% გარანტია არ არის, რომ მანქანა აუქციონზე მოხვდა მხოლოდ მეზობელი რაიონებიდან, მაგრამ მაინც სჯობს მშვიდად იყო, ვიდრე რამე ეჭვები გაწუხებდეს. ჩამოსვლის შემდეგ მაინც შეამოწმეთ, რომ საბოლოოდ დარწმუნდეთ იმაში, რომ მუდმივ რენდგენს არ იღებთ

, ამაში ხელფასს არავინ მოგიმატებთ
This post has been edited by JAPANAUC on 14 Mar 2014, 20:32