ვიყავი, ბოლომდე არ გავჩერდი იმიტომ რომ მუღამი აღარ მქონდა...
როცა ივენთს ამხელა პრომო უკეთდება და ასევე აცხადებთ რომ ასეთი რაღაც არ მომხდარა რასაც აპიარებთ იმის 50% მიანც უნდა გაკეთდეს,
იმის შესახებ დავწერ რასაც უკეთესი იქნბა თუ მომავალში გაითვალისწინებთ.
1. დინამიკები ისე განათავსეთ რომ ყველას ესმოდეს კომენტარები და არა მხოლოდ იმათ ვინც დინამიკს აზის.
2. ჟიურის უფრო დიდი შრიფტით დაბეჭდილი ციფრები დაურიგეთ რომ ყველამ შეძლოს შეფასების დანახვა.
3. მსაჯები მანამდე გააფრთხილეთ რა და როგორ რომ შეჯიბრის მსვლელობისას არ მოეწყოს თათბირები
4. ეტაპებს შორის შუალედები შეამცირეთ თორე პირველი ეტაპის მერე იმხელა პაუზა იყო ხალხი წავიდა
თითქმის ყველა მსგავს ივენთს ვესწრები და სიმართლე გითხრათ ამ სახეობაში რესპუბლიკის მოედანზე ჩატარებული ივენთებისაგან ბევრად უფრო მეტ ემოციურ მუხტს ვიღებდი ვიდრე დღეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ქვაფენილზე პროწიალი ჯობია

ორგანიზების და სანახაობრივი კუთხით ვამბობ.
ეხლა არ დაიწყოთ აქ ლაპარაკი ადვილია და ეგეთები... ერთი რაღაც ისწავლეთ საქართველოში, როდესაც მაყურებელს ეპატიჟები და თანხას ახდევინებ რაღაც სანახაობაში, პასუხისმგებლობაც უნდა აიღო მისი მოლოდინბის გამართლებაზე. დღეს ჩემი, როგორც მაყურებლის მოლოდინები ნამდვილად არ გამართლდა.
ასევე მინდა აღვნიშნო რომ მონაწილეთაგად 2-3 ავტომობილი თუ იყო მომზადებული... დანარჩენები აშკარად წვალობდნენ