მაყურებლისთვის:ბილეთის საფასურის გადახდის შემდეგ – მივდივართ ზედა ტრიბუნებთან, ვაყენებთ ავტომობილებს და გვირაბით გადმოვდივართ დრიფტის ე.წ. არენაზე.
17:00 – სტარტი
20:30 – After Party, DJ Bego და სახალისო ავტო კონკურსები (პრიზებით).
მონაწილეთათვის:პირობების სანახავად დააჭირეთ სპოილერს!» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ავტოდრომის შესასვლელში გადიხართ რეგისტრაციას, ადგილზევე აკრავთ სანომრე სტიკერს ე.წ. პასაჟირის მხარეს (შუშაზე ან კარზე). რეგისტრაცია მთავრდება 16:30–ზე. უფლება გვაქვს (უფასოდ) შემოვიყვანოთ +1 ადამიანი / მექანიკი. ადგილზე ფუნქციონირებს ვულკანიზაცია და ვისაც სისუფთავე გედარდებათ – ავტოსამრეცხაოც. ვლაგდებით ბოქსების პირდაპირ – მხოლოდ მსაჯის მითითებულ ადგილზე და +1 ადამიანთან ერთად ელოდებით თქვენს გასვლას, რომლის ცხრილიც გამოკრული იქნება საინფორმაციო დაფაზე. აუცილებელია გაგაჩნდეთ ე.წ. პასაჟირის ადგილი. ყველა ავტომობილი უსაფრთხოებაზე მოწმდება ტექ–კომისარის მიერ.
წესები:
შეფასება ხდება 5 ჟიურის წევრის მიერ 10 ქულიანი სისტემით. გთავაზობთ ქულების დათვლის სისტემას:
• მოცურებიდან გამოსვლა – მინუს ქულა
• მოცურების დაბალი კუთხე – მინუს ქულა
• დაბალი სიჩქარე – მინუს ქულა
• იდეალური ტრაექტორიიდან გამოსვლა – მინუს ქულა
• ბოლის დაყენება +1 ბონუს ქულა
• ნებისმიერი პარებრიკის საბურავით გადასვლა +1 ბონუს ქულა
• გზის ტრაექტორიიდან გადახვევა – DNF (0 ქულა)
ტური 1 & 2:
მონაწილეობს ყველა მრბოლელი. დაჯამებული ქულებით შემდეგ ტურში გადადის 10 მრბოლელი. შიდა ან გარე ფიშკის გადაგდება (შეხება დაუსჯელია) ჯარიმდება მინუს ქულებით, ტრაექტორიიდან დაშორების მიხედვით. პარებრიკებზე გადავლა იწვევს +1 ქულას (სულ ჯამში 4ია) დანარჩენი 6 ქულა ფასდება დანარჩენი ზემოთხსენებული ფაქტორებისგან (კუთხე, მოცურებაში ყოფნა, სიჩქარე, ბოლი, ტრაექტორია). სტარტის აღებიდან აუცილებელია შესრულდეს ტრაექტორიის 2 სრული გავლა.
ტური 3:
მე–3 ტური არის ტრაექტორია (სურათზე არის სამაგალითო და არა ზუსტი), რომელიც შედგება მოსახვევების ერთობლიობისგან, რომელიც უნდა გაიაროთ 1ხელ. პარებრიკებზე გადავლა იწვევს +1 ქულას (სულ 5ია) დანარჩენი 5 ქულა ფასდება დანარჩენი ზემოთხსენებული ფაქტორებისგან (კუთხე, მოცურებაში ყოფნა, სიჩქარე, ბოლი, ტრაექტორია).
ტური 4:
მე4 ტურში გადასული 4 მრბოლელი თანმიმდევრობის დასადგენად (და გასახურებლად) გაივლიან 2–2 წრეს, რისი შედეგებითაც ნახევარფინალში წყვილში ივლიან ქულებით II vs IV და შემდგომ I vs III ადგილზე გასულები. წყვილებში გამარჯვებულები იბრძოლებენ I ადგილისთვის, ხოლო დამარცხებულები III ადგილისთვის. იქნება 2–2 დუელი. წინმიმავალი ავტომობილი ფასდება შემდეგი ფაქტორებით: კუთხე, მოცურებაში ყოფნა, კონკურენტის ჩამოტოვება, ბოლი, ტრაექტორია. გამყოლი ავტომობილი კი ფასდება შემდეგი ფაქტორებით: კუთხე, მოცურებაში ყოფნა, კონკურენტთან სიახლოვე, ბოლი, ტრაექტორია. 2ვე გავლის შემდეგ მსაჯები იღებენ გადაწყვეტილებას I მრბოლელის ან II მრბოლელის სასარგებლოდ, ხოლო თითქმის ერთნაირი სიარულისას ინიშნება One More Time (OMT) რის შემდეგაც თავიდან გაივლიან იგივე ტრაექტორიას. აკრძალულია ოპონენტისთვის სპეციალური დამუხრუჭება ან გასწრებისას საავარიო სიტუაციის შექმნა, რაც იწვევს კონკრეტულ გავლაზე ან დუელში წაგებას (ჟიურის გადაწყვეტილებით).
შეზღუდვები
ნებისმიერ ტურში არასპორტული საქციელის ან მსაჯის არდამორჩილების შემთხვევაში ან გავლის დასრულების შემდეგ თვითნებურ მანევრირებაზე – დისკვალიფიკაცია მოხდება კონკრეტულ ეტაპზე ან მთლიან ჩემპიონატზე.
სტარტი და ფინიში ხდება მხოლოდ მთავარი მსაჯის ალმის დაქნევის შემთხვევაში და ტრაექტორიის მსაჯების მიერ წითელი დროშის დაქნვის დროს აუცილებელია მომენტალური გაჩერება.
მანქანის სასტარტო პოზიციაზე 2 წუთის განმავლობაში არგამოცხადება იწვევს კონკრეტულ ეტაპზე 0 ქულიან შედეგს.
4ვე ტურის ფიგურა უკვე დაწყობილი და შეგიძლიათ ივარჯიშოთ.
აქვე მოგაწვდით RIM–ის დრიფტისთვის ვარჯიშის ფასებს: 1სთ – 20 ლარი, 1დღე – 50 ლარი.
სატურნირო ცხრილის სისტემა (ადგილების მიხედვით):
1 – 100 ქულა
2 – 80 ქულა
3 – 65 ქულა
4 - 50 ქულა
5 - 45 ქულა
6 - 40 ქულა
7 - 35 ქულა
8 - 30 ქულა
9 - 25 ქულა
10 - 20 ქულა
11დან - 10 ქულა
ჩემპიონატის ბოლო, ფინალურ ეტაპზე გადადის მხოლოდ საუკეთესო 8 მრბოლელი, სადაც ქულები ნულდება და ტარდება ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი ივენთი, სადაც გამარჯვებულებს პროცენტულად გადაეცემათ 5–ვე ეტაპზე დაგროვებული საპრიზო ფონდი და უამრავი პრიზი! გისურვებთ წარმატებებს საქართველოს პირველ დრიფტის ჩემპიონატზე!
ბოლო ინფორმაცია:წვიმა თუ იქნება დრიფტს ვერაფერს დააკლებს და მაყურებლისთვის ზემოთ
გაშლილი იქნება Red Bull–ის "პალატკა" + მანქანით ვინც მოდიხართ ქოლგები იქონიეთ.
(დღესაც წვიმა იყო გამოცხადებული, მაგრამ ავტოდრომზე სიმშრალეა - იმედია გაგვიმართლებს!)
საკვები ხერხდება 3 სახეობა, სენდვიჩების სტილში + სასმელები.
დასრულებისკენ გაიყიდება უკვე ალკოჰოლური სასმელიც, ამიტომ მძღოლები გამოიყოლეთ...
ჩემპიონატს უერთდებიან E30 და E36 კლუბის გუნდებიც. (მინიმუმ 2 კაციანი შემადგენლობებით)
თევზაძეს და სულავას გამოსვლის ამბავი კვლავაც აქტუალურია და იმედია დადებითად გადაწყდება!
დათა ქაჯაია შეეცდება უკვე დრიფტშიც მოიპოვოს ჩემპიონობა ოთო თავართქილაძესთან და მევლუდ მელაძესთან ერთად!
სავარაუდოდ დრიფტის ყველა სერიოზული მცოდნე მიიღებს მონაწილეობას! ასე, რომ დაველოდოთ და რაც შეიძლება მეტი ტაშით ვუგულშემატკივროთ საყვარელ გუნდებს!
< Georgian Drift Series–ის ადმინისტრაცია >