მივესალმები ორგანიზატორების ესეთ გადაწვეტილებას.
ხარისხი სულ უფრო და უფრო იზრდება.
კლასებად დაყოფის წესის ცვლილებას მივესალმები და წინ გადადგმული ნაბიჯია.
თუმცა WHP-ებად დაყოფას ბევრი უარყოფითი მხარე აქ, მათგან გამოვყოფ:
1) კონროლი - ძალიან რთული იქნება წინა დღით დინოზე მიღებული შედეგების მიხედვით განსაზღვრა, ზოგ ავტომობილზე უმარტივესია პროგრამულად HP-ების შეზღუდვა იმისათვის რომ მოხვდე დაბალ კლასში.
2) ცხენის ძალა - HP ყველაფერი არ არის დრაგზე, არანაკლებ მნიშნველოვანია ავტომობილის წონა! იმისათვის რომ ავტომობილების დაყოფის შედეგად მართლა მივიღოთ თანაბარი კლასები აუცილებელია HP/წონა კოეფიციენტის გამოყენება!
3) AWD კლასის "დაჩაგვრა" - ვინაიდან ვერ ხდება მისი დაყოფა HP-ების მიხედვით
4) SUV (ჯიპების) "დაჩაგვრა" - ვინაიდან თავის ტოლ HP-ს ავტომობილებთან შედარებით გამოირჩევიან გაცილებით დიდი წონით.
როგორ შეიძლება ზემოთ ახნიშნული 4-ივე მინუსის გამოსწორება?
კლასების დაყოფა უნდა მოხდეს ქარხნული მონაცემების მიხედვით!
კონტროლის პრობლემა აღარ არსებობს, ვიღებთ სანდო წყაროს საიდანაც მოხდება ყველა ავტომობილის ქარხნული HP-სა და წონის მაჩვენებლების აღება. აქედან გამომდინარე დაითვლება HP/წონა კოეფიციენტი.
ამჟამინდელად შემოთავაზებული კლასების დაყოფის მსგავსად აქაც აღებული HP და წონა არ იქნება იმის შესაბამისი რაც ავტომობილს რეალურად ექნება 402 მეტრიან დისტანციაზე დადგომისას. მაგრამ ამ შემთხევაში იმათ ვინც ავტომობილის performace მკვეთად გაზარდა ქარხნულიდან მიმართებაში ექნება ძალიან დიდი უპირატესობა და ასეც უნდა იყოს! უნდა დაფასდეს ადამიანების შრომა და დრო რაც არის ჩადებული ავტომობილის მომზადებაში დრაგისთვის.
იმედია ორგანიზატორები წაიკითხავენ ამ შემოთავაზებას

წარმატებები ყველას
This post has been edited by NODO-GT on 30 Apr 2013, 13:00