ჩავაბარე, მეოთხე ცდაზე, მაგრამ მაინც
თანაც 100 ქულით.
იმ ადამიანის საყურადღებოდ, ვინც შემდეგ თემას გახსნის
593 93 80 00 ზურა. აქვს ავტოსკოლა, პრაქტიკაც და თეორიაც. პრაქტიკა აქვს ვაგზალთან, ნონიაშვილის ქუჩაზე. ტრასა არის ისე მოწყობილი, როგორც რუსთავში. 4 გარაჟი, 2-2 ზიგზაგი და ჩიხი, აღმართის ასასვლელიც ზუსტად ისევეა დახაზული, რომ ტრაექტორია თავიდანვე იცოდე როგორ აიღო. ასწავლის შკოდაზე.
საუკეთესო მასწავლებელია იმათგან ვინც მინახავს (5 ვნახე

) მეტწილად მისი დამსახურებაა რომ ახლა ჩავაბარე. ერთხელ მივედი და ძალიან კარგად, აზრიანად ამიხსნა თითოეული მოძრაობა, რა შეცდომა შეიძლება დაუშვა, რა იქნება შეცდომის შედეგი. მინი გამოცდაც ჩამიტარა, თვითონ მაკლებდა ქულებს თუ რამე მეშლებოდა. მოკლედ ფსიქოლოგიურადაც მომამზადა.
იმათ საყურადღებოდ ვინც აბარებს და ნერვიულობს მანქანაში ჩაჯდომამდე (ამის გამო ჩავიჭერი), პირადობის მოწმობის აღების მერე, ანუ უკვე რიგში როცა დგახარ, მუსიკის მოსმენა შველის

არც არავის ნერვიული შეძახილები გესმის, არც გამხნევებები და თუ საერთოდ არ შეხედავთ რამდენი ადამიანი იჭრება უკეთესია, ეგეც მოქმედებს.
This post has been edited by Bo-BuBu on 22 Aug 2013, 18:22
მე ჩემი ცა მაქვს და მასზე ზუსტად იმდენი ვარსკვლავია, რამდენის დათვლაც შემიძლია...