დრეკადი გადაბმულობა არის ისეთი გადაბმულობა რაც დრეკადია, თოკი, ტროსი, გრძელი ღვედი , მავთული თუნდაც. ასეთი ბუქსირებისას აუცილებელია საბუქსირო მანქანაში იჯდეს მძგოლი, რათა საჭირო დროს დაატორმუზოს მანქანა.

ხისტი გადაბმულობაა, როცა ბუქსირება ხდება რამე არადრეკადი მასალით, ვთქვათ რკინის მილით, რომელსაც თავბოლოზე აქვს რგოლები, ან რამე რკინისგან შეკრული, გამოიყენება სატვირთო მანქანების ბუქსირებისას, ამ დროს წინა მანქანა როგორც იმოძრავებს, იმ სიჩქარიტ იმოძრავებს უკანაც.

* * *
VAMPIRE_Wასე შაბლონურად ძნელია ცოტა თქმა, მაინც დავწერ, ეგებ გამოგადგეს:
მანქანაში ჩაჯდომისას არ აჩქარდე, გაიკეთე ღვედი, მოირგე სკამი, თუ საჭიროა წინდაუკან მიწიე , სარკეებს შეხედე, ხელსაწყოების დაფას გადახედე, სპიდომეტრის რკალში ენთება წითელი სენსორი, ხელის მუხრუჭის მაჩვენებელია რა, დაადგი ცეპლენიას , გაანთავისუფლე სიცქარიდან და დაქოქე, ჩააგდე პირველ სიჩქარეში, დაწიე ბოლომდე ხელის მუხრუჭი, იმ სენსორს შეხედე რომ ჩაქრეს, მერე გაზის დაუდგმელად , ნელა აწიე ცეპლენია და წავა.
პარკირებისას , რომ დაამთავრებ დაყენებას, ხელის მუხრუჭი ამოწიე, ჩააგდე პირველში, დაწიე ისევ უხრუჩი ბოლომდე და გამოდი.
ამ შკოდებს სირულად აქვს ზადნი, რიჩაგი უნდა მიწიო მარცხნივ, დაბლა დააწვე , როგორც ჟიგულის ზადნზეა და პირველის ადგილას ჩააგდო, ზადნიდან პირველში გადატანისას, ჯობია კარგად გაატოკო მარჯვნივ-მარცხნივ და ისე ჩააგდო პირველში.
გარაჟში უკან შესვლისას წინა კუთხეში რომ გამოჩნდება წინ გარაჟის პირველი ჯოხი, ანუ რომ გადაცდება წინა ბორბალი გარაჟის წინა კიდეს, გააჩერე და გამოდი ეგრევე, თუ გააჩერებ და მერე კიდევ უკან მიწევ, ქულას დაგაკლებს.
რვიანებში მანქანა გარე ჯოხებთან ახლო გაატარე, შიგნითებს არ უყურო.
ჩიხში ერთი მისვლით მიდი წინ და უკან.
აღმართში ცოტა გაზი მიეცი და ხაზამდე გააჩერე ფეხის ცეპლენიით და ფეხის ტორმუზით, ამოწიე ხელის მუხრუჭი, აუშვი ფეხის ტორმუზს ფეხი, მიეცი გაზი 2.5-3 ზე რომ ავიდეს ტახომეტრი, ოდნავ აწიე ცეპლენიას, მანქანა ცხვირს აწევს იგრძნობ რა , სწრაფად დაწიე ხელის მუხრუჭი ბოლომდე, ჩაახეთქე რა, აუშვებ ცეპლენიას ოდნავ, გაზსაც გინდა ოდნავ მოუმატე და ავა, მერე სწორეზე აუშვი გაზს ფეხი .
გაჩერებისას ცეპლენია , ფეხის ტორმუზი, ხელის ტორმუზი, გაანტავისუფლებ და ამის მერე აუშვებ ცეპლენიას და ფეხის ტორმუზს, ჩაქრობა არ ვიცი, მე არ ჩამაქრობინეს, დაელოდები კომპიუტერს რომ გითხრას თქვენ წარმატებით ჩაააბარეთ პრაქტიკული გამოცდა, ეგაა , წამოხვალ გასწორებულში
This post has been edited by se-w910 on 8 Aug 2013, 17:13