#41835004 · 3 Aug 2014, 02:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„მუშები კაზრეთში აპროტესტებენ არაადამიანურ პირობებს, ხელფასიც ძალიან დაბალია, 300-400 ლარი, მე ვერ ვხედავ, რომ სახელმწიფო ეფექტურად ცდილობდეს ამ ადამიანებს დაეხმაროს. ერთ-ერთმა უკანონოდ გათავისუფლებულმა მუშამ თავიც კი მოიკლა, იქნებ დამანახოს სახელმწიფომ რას აკეთებს ამ მუშების დასახმარებლად, რას აპირებთ“, - მიმართა სტუდენტმა პრემიერს და კაზრეთში მუშების დღევანდელ მდგომარეობას ველური კაპიტალიზმი უწოდა. „ძალიან კარგია, რომ ადამიანებმა მოახერხეს და გამოიტანეს სააშაკარაოზე, რომ თურმე მუშაობდნენ არაადამიანურ პირობებში, მაგრამ ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ეს წელს არ მომხდარა, ჩემი დავალებით დაინიშნა სპეციალური წარომადგენელი, რომელიც უშაულოდ გაერკვევა იმ პირობებში რომლებშიც ამ ადამიანებს უწევთ მუშაობა. ჩვენ გავერკვევით თუ რა პრობლემები და პრეტენზიები აქვთ მათ“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. „კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ პირობებს გააუმჯობესებს, ხელფასებზე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ საშუალო ხელფასი 500-600-700 ლარია, ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას და მეტს გეტყვით, რომ სწორედ ჩემი დავალებით პირობები ძალიან მალე იქნება გამოსწორებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
13:51 2014-03-13
იცით ვინმემ დღეს რა ხდება მანდ?
--------------------
მამაკაცი ქალის თანასწორია.
ეკვატორზე მყოფი ადამიანის სიმაღლე ჩრდ. პოლუსზე მყოფისთვის სიგანეა.
|