„რომპეტროლი“ Efix S-ის საწვავის მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს.
რომპეტროლის მენეჯმენტის ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელიც 20 ლიტრს, ან მეტ Efix S-ის საწვავს ჩაასხამს, საშუალება ექნება აირჩიოს ორი საჩუქრიდან ერთ-ერთი - ზურგჩანთა ან მეხსიერების ბარათი.
წამახალისებელი აქცია დღეს დაიწყო და 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. Efix S-ის მომხმარებლებს საჩუქრებს მომხიბვლელი პრომო გოგონები 11-დან 16 საათამდე შესთავაზებენ.
აღნიშნული აქცია, კომპანიის ახალი პროდუქტის Efix S-ის ბაზარზე დანერგვას უკავშირდება და თბილისში, “რომპეტროლის” ოთხ ავტოგასამართ სადგურზე მიმდინარეობს. ესენია:
ორთაჭალა - ორთაჭალის ჰესის მიმდებარე ტერიტორია;
ს.ტ.უ - სააკაძის მოედანის მიმდებარე ტერიტორია;
დიღომი - აღმაშენებლის ხეივანი მე-9-ე კილომეტრი.
ბაგები - ჭავჭავაძის 75ა.
http://worldsport.ge/ge/page/rompetrolis-e...re-aqcia-daiwyo