მოკლედ ბიჭებო ასეთი სიტუაცია გვაქვს : აბსოლიტურად ყველაფერი მზად არის შეჯიბრისათვის . ჯებირები და საბურავები უკვე მიტანილია ადგილზე,რომ ხვალ დილიდან უკვე მივხედოთ გზის დალაგებას და ასევე ტერიტორიის შემოფარგვლას ჯებირებით . მაყურებელი მთლიანად იზოლირებული იქნება სარბოლო ტრასისგან ჯებირების საშუალებით . რეგისტრაცია მოხდება ადგილზე , კლუბის ერთერთი წევრი მიხედავს მაგ საქმეს , დრო იმედია ყველას გვახსოვს,მაგრამ გავიმეორებ მაინც - 12 : 30 სთ-მდე მოხდება რეგისტრაცია , ნუ უკანა და ოთხივე წამყვანის გამონაკლისი შეიძლება დაიშვას , წინა წამყვანის დასრულებამდე , თუმცა სასურველია ყველა თავის დროზე გამოცხადდეს დანიშნულების ადგილზე . კლასების დაყოფა მოხდება სტანდარტულად : FWD , RWD , AWD , ABSOLUT . პროფესიონალები გამოვლენ მხოლოდ აბსოლუტ კლასში და მათ დაემატება 9 მონაწილე სამივე კლასის პრიზიორები (პირველი,მეორე,მესამე ადგილოსნები ) . საბურავების თემა ვიცით ,რა დაიშვება და რა არა,იმედია ამაზე აღარ არის აღარაფერი საკამათო
შეჯიბრი დაიწყება 13 : 00 სთ-ზე !
ეხლა რაც შეეხება ამინდს

მოწვიმს,მოთოვს,გრიგალი იქნება,თუ სხვა რამ ,თუ ის ადგილი არ გაქრა ზესტაფონიდან

შეჯიბრი აუცილებლად ჩატარდება ! ! ! არ აქვს მნიშვნელობა ,რა ამინდი იქნება . სპორტსმენმა წვიმაშიც უნდა შეძლოს ასპარეზობა და კარგ ამინდშიც,ასე რომ ამინდი ხელშემშლელი ფაქტორი არანაირად არ იქნება . საღამოს ნამდვილად იყო წვიმა , მაგრამ ძირითადმა ტალღამ უკვე გადაიარა , ამინდიც შეგვიწყობს ხელს,ჩვენ ამის იმედი გვაქვს და ალბათ ასეც იქნება

P.S ყველას კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს და ხვალინდელ მშვიდობიან გზას . გელოდებით ზესტაფონში !
* * *
ხო კიდევ , ერთ მნიშვნელოვან და საყურადღებო დეტალს გაგაცნობთ . სლალომის ფიშკებზე შეხება იქნება ჯარიმა,რამდენ წამიანი,ამას ბატონი არჩილი გაგაცნობთ ხვალ და სარუჩნიკე მოსახვევის, თუმცა ეს რუჩნიკის თემა ხვალ დაზუსტდება . დაწყვილება მოხდება კენჭისყრით !