დავიწყოთ საყვედურით და დავამთავროთ მადლობებით

საყვედური მათ,ვინც წვიმის გამო,ან სხვა რაიმე "მიზეზის" გამო გამოტოვა ეს ლამაზი დღე ,ეს ეხება როგორც მონაწილეობის მსურველებს,ასევე მაყურებლებს,თუმცა მაყურებლებს შედარებით ნაკლებად,რადგან საკმაო რაოდენობით იყვნენ

ნამდვილად მაგარი ივენთი გამოტოვეთ !
ეხლა კი მადლობებს არ დავიშურებთ იმ ხალხის მიმართ ,ვინც ამ ივენთის ორგანიზებაში და სილამაზეში შეიტანეს განსაკუთრებული წვლილი . უდიდესი შრომა იყო ჩადებული ამ ყველაფერში და სანახაობაც შედგა .მადლობა ყველა მონაწილეს და მაყურებელს ,რომ ჩამობრძანდით და ეს ივენთი სრულფასოვანი გახადეთ

დიდი მადლობა მევლუდ მელაძეს იმ გვერდით დგომისთვის,რაც მან გამოხატა ჩვენი კლუბის მიმართ და საერთოდ რეგიონებში ავტოსპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის,საწყისი ნაბიჯები საკმაოდ წარმატებულად გადაიდგა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი,მადლობა კიდევ ერთხელ მევლუდს

მადლობა ბატონ არჩილ ნოღაშვილს და ბიჭებს,რომ შეჯიბრს დამაჯერებლობა შემატეს და მსაჯობის მხრივ ყველაფერი მაღალ დონეზე იყო, გაიხარეთ ბიჭებო . დიდი მადლობა Lion Motors-ს, ბატონ რატი ლომიას,რომელმაც დააფინანსა ეს ღონისძიება,"ლომის" წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში და გაახარა მთელი რაინო , ავტოსპორტის წარმომადგენლები , ვინც ესწრებოდა ამ ივენთს , მონაწილის,თუ მაყურებლის სტატუსით . ასევე რატისთან ერთად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის სახელით ჩვენს მეგობარს, ივენთის წამყვანს ნიკა გრიგოლიას ,ჯიგარი ხარ ნიკუშ ყველაფერი ხუთიანზე იყო შენი მხიდან

მადლობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტს და განსაკუთრებით ბატონ,ალექსანდრე მახათაძეს,რომელმაც თავიდანვე გულთან მიიტანა ჩვენი მონდომება და ბოლომდე ჩვენს გვერდით იდგა . მადლობა დასუფთავების სამსახურს , სამაშველო სამსახურს , ასევე პირველადი დახმარების ბრიგადას , ქუთაისის მერიას , შეიძლება ვინმე გამომრჩეს,ამიტომ ყველას ერთად კიდევ ერთხელ დიდი მადლობა . განსაკუთრებული მადლობა ასევე ბატონ შალვა კიკნაველიძეს და დასავლეთ საქართველოს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს ,ბატონ დავით ჭანტურიას,ბატონ მერაბთან და ბატონ მიშასთან ერთად . და ბოლოს არ შემიძლია ცალკე არ გამოვყო ის ხალხი,ის ბიჭები ვინც დღე და ღამ ჩვენს გვერდით იდგა და მათი შრომით , ენთუზიაზმით და მონდომებით შევძელით ყველაფრის ორგანიზება , თავმოყრა . დიდი დიდი მადლობა ყველას
* * *
ეხლა პრიზიორები :
წინა წამყვანი კლასი - FWD
1) ბესიკ კაპანაძე
2) ზურა თაგვარელია
3) ზურა გაჩეჩილაძე
უკანა წამყვანი კლასი - RWD
1) დავით ხელხელაური
2) კახა ბერიძე
3) გიორგი ჯადუგიშვილი
აბსლოტ კლასი - ABSOLUT
1) ლევან კობახიძე
2) ათული ნასარეია
3) უშო ნანავა
მადლობა ბიჭებო და წარმატებები მომავალში
* * *
საპრიზო ფონდი :
წინა წამყვანი კლასი
1) 300 ლარი
2) 200 ლარი
3) 100 ლარი
უკანა წამყვანი კლასი
1) 300 ლარი
2) 200 ლარი
3) 100 ლარი
აბსოლუტ კლასი
1) 600 ლარი
2) 400 ლარი
3) 200 ლარი
აბსოლუტ კლასი გაიზარდა ოთხივე წამყვანი კლასის გაუქმების ხარჯზე . საკმაოდ სოლიდური ფონდი გამოვიდა და მადლობა Lion Motors - რატი ლომიას
* * *
ეხლა რაც შეეხება ფოტო და ვიდეო მასალას , ფოტო მასალა თითქმის მოგაწოდეს ბიჭებმა , ვიდეო მასალაზე ვმუშაობთ და ავტვირთავთ ახლო მომავალში სრულად .