მუხლი 125... სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ის წესების დარღვევა ის წესების დარღვევა 
1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 
15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, – 
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმ 
პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო 
გადაყვანას, – 
გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას ერთი თვის ვადით. 
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმ 
პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და 
შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, – 
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა 
საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, –79
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. 
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა 
სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების 
ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, 
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის 
(გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო 
ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 
ლარის ოდენობით. 
6. საქვეითო გადასასვლელის გავლის, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა 
განლაგების, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზების, ბუქსირების, გარე 
სანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, მოძრაობის დაწყებისა და 
მანევრირების, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის 
წესების ანდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევა, 
აგრეთვე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა 
ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის 
მოძრაობის უსაფრთხოებას, – 
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. 
6
1
. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ 
მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის 
დაკავებული გზის სავალი ნაწილი, – 
გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით. 
7. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული 
(„დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, 
„მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის 
გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე 
გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო 
საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა – 
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 
8. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის 
დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის 
დაუცველობა – 
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. 
9. ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, 
რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, ან შემხვედრი 
სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, რამაც გამოიწვია საცობის 
შექმნა, – 
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
თუ რამეში გადანაშაულებდნენ სავარაუდოდ
6
1
. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ 
მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის 
დაკავებული გზის სავალი ნაწილი, – 
გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით. 
ამაში და კიდევაც გადარჩი მაშინ რო ლიშენია არ მოგცეს და ჯარიმა დაგიწერეს 

 მაინც გაასაჩივრე თუ იცი რო მართალი ხარ! 
This post has been edited by georka13 on 12 Sep 2013, 00:57