1. პატრულ-პოლიციელი მოვალეა:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განუხრელად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები და ინტერესები, მოქალაქის უფლებები შეზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით და შემთხვევებში, მოქალაქის უფლებების იძულებითი შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში წარუდგეს მოქალაქეს, ხოლო საგზაო მოძრაობის მონაწილისადმი მიმართვისას ასევე ქუდთან ხელის მიტანით გასაგებად მიესალმოს მას, დაასახელოს თავისი თანამდებობა, წოდება, გვარი და განუმარტოს კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველი;
გ) მოქალაქეთა დოკუმენტების შემოწმებისას დოკუმენტს მოექცეს ფრთხილად და არ გააკეთოს მასში ჩანიშვნები და ჩანაწერები. ხოლო, როდესაც წარმოდგენილ დოკუმენტებში ჩაწყობილია ფული ან სხვა ნივთები, დაუბრუნოს მფლობელს;
დ) გააფრთხილოს სატრანსპორტო საშუალების მძღოლები გზებზე შექმნილი საფრთხის შესახებ და მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად;
ვ) აღმოუჩინოს დახმარება მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ დანაშაულის, ადმისტრაციული სამართალდარღვევისა ან უბედური შემთხვევის შედეგად, აგრეთვე მათ, ვისი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც საფრთხეშია;
ზ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მიიღოს კანონმდებლობით დადგენილი ზომები ასეთი შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად და კვალიფიციურად გაერკვეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გარემოებებში, დაეხმაროს მოქალაქეებს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირებაში;
3. პატრულ-პოლიციელი სატრანსპორტო საშუალებას აჩერებს:
ა) საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;
ბ) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ხასიათი იწვევს ეჭვს, რომ მძღოლს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი;
გ) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა ან ტვირთის წყობა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
დ) მძღოლის, მგზავრის, ტვირთის, ტრანსპორტის გარეგნული სახე ან მძღოლის, მგზავრის მოქმედება მიანიშნებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მის მონაწილეობაზე;
ე) მოპარული ან გატაცებული სატრანსპორტო საშუალებების ძებნის, აგრეთვე სხვა სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით არსებობს მძღოლის დოკუმენტებისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემების შემოწმების საფუძველი;
ვ) საჭიროა მძღოლის ინფორმირება საგზაო მოძრაობის პირობების თავისებურებების ან მასში მომხდარი ცვლილებების შესახებ;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება უნდა მოხდეს მინიმალურად მოკლე დროით, რის შემდეგაც პატრულ-პოლიციელი ქუდთან ხელის მიტანით წარუდგება მოქალაქეს, ამოწმებს მძღოლის მოწმობას და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტებს, აგრეთვე კანონმდებლებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებს"
ეს რაც უცბად ამოვკრიფე. ისე პუნქტი (ზ) ყველაფრის უფლებას იზლევა, იმჰო. ზოგადად, ყველა რომ გაეცნოს კარგია, ჩვენი უფლებებიც და მოვალეობებიც უკეთესად გვეცოდინება და თავსაც უკეთ დავიცავთ.
"იცოდე კანონი და იყავი დაცული"

თუ როგორცაა