g_khardzianiმე მედგა 330-ზე ლანდის, იგივე AEB-ის ვარიატორი, მცირედი სხვაობა ქონდა. რომ ვყიდიდი მანქანას არ გავაყოლე, ძალიან იაფად გავყიდე ისედაც.
გოგომ იყიდა და გაზზე უარზე იყო თავიდან, მომიხსენი აპარატურაო, მე ბენზინზე ვივლიო

მე შევთავაზე 2 დღე იარე გაზზე და თუ მოგეწონა დამიმატებ თახნას (რაზეც მოვილაპარაკეთ) თუ არადა მოხსნას 2 საათი უნდა და მოვხსნითქო. 2 დღის მერე მირეკავს, ფული სად მოგიტანოო

ისე მოეწონა გაზი, რომ მოხსნა კი არა სიხარულით დაიტოვა, ეტყობა ფასზეც უთხრეს, რომ სულელი უნდა იყო მაგ ფასში გაზი არ დაიტოვოო.
მინიმუმ 200 დოლარის ნაწილები გავატანე კიდევ, მაგრამ ალალი იყოს. არასდროს არ გამიყოლებია ჩემი მანქანის ახალი პატრონისათვის უარყოფითი ემოციები.
AGENT007wow მაგარია, ისედაც არ აკლდა შენს მანქანას მოვლა და აწი გადაყვები უფრო მანქანას

მაგრამ ჩემი რჩევაა მანქანა უბრალოდ გყავდეთ მწყობრში და ლამაზად, გადაყოლა არ უნდა. გაცილებით საინტერესო რაღაცეებში შეიძლება ფულის დახარჯვა და დროის გაყვანა
* * *
mushusplg_khardzianiაი თაობებზე კარგად. თხევადზეა მაგრამ პრინციპი იგივეა, მე-5 მხოლოდ თხევადშია და არ გაამართლა, არ იყენებენ მაგ სისტემას აქტიურად არსად.
http://avtogaz.dn.ua/pokoleniya-gbo/axlgunsდა სხვებსაც ქონდათ კითხვები ამ საკითხზე.
რაც შეეხება ლანდის OBD-ზე მიერთების ფუნქციას, მე ამიხსნეს ასე, როდესაც აყენებდნენ.
ამ მიერთებით OBD-ზე, გაზის კომპს შეაქვს ცვლილებები ბენზინის კომპში. ასეთი შეერთება შეძლება მაშინ, როდესაც გრძელვადიანი ადაპტაცია (long term fuel trim) არის 1-3%-ის ფარგლებში, ეს ნიშნავს რომ ძრავი იდეალურად მუშაობს. ასეთი შემთხვევები 6-7 და მეტი წლების მანქანებზე ძალიან იშვიათია, რადგან დეტალები გაცვეთილია და ან ცოტა ჰაერს იპარავს კოლექტორი ან ინჟექტორი ისე არ იხსნება ზუსტად როგორც საჭიროა, ცილინდრ-პორშნები გაცვეთილია და კომპრესია უკვე ახალზე ნაკლებია და ა.შ. მაშინ როდესაც ეს ადაპტაცია სცდება ამ ზღვარს, გაზის კომპის ჩარევა ბენზინის კომპში გამოიწვევს იმას, რომ ბენზინზე გადართვის მერე მანქანა ვეღარ იმუშავებს ნორმალურად, რადაგან გაზის კომპს გაზზე ექნება მორგებული ადაპტაცია. მე მაგიტომ გავწმინდე ვპრისკი, შევცვალე სვეჩები და გავანოლე ადაპტაცია გაზის მონტაჟამდე და 2 კვირა ვიარე, მაგრამ მაინც გასცდა ჩემი ადაპტაცია 3%-ს, მგონი 10 თუ 12 იყო და აღარ მიმიერთეს OBD-ზე გაზის კომპი. კალიბრაციისთვის, კი მიაერთეს გაზის კომპს ლამბდის სიგნალი, მაგრამ ეგ მხოლოდ ინფორმაციული მიერთებაა, რომ პირდაპირ გაზის პროგრამაში დაენახათ ლამბდების სიგნალი და ცალკე ლაუნჩი არ სჭეროდათ კალიბრაციის დროს.
ეს ინფორმაცია fuel trim-ზე ვისაც არ გქონიათ შეხება ამასთან:
http://www.youtube.com/watch?v=mzsOY_AhgY4http://www.freeasestudyguides.com/fuel-tri...e-learning.html This post has been edited by NeoZ on 18 Oct 2013, 10:22