დრაგის თემაში არ დავწერე, ჩაიკარგებოდა პოსტი, ამიტომ აქ დავწერ, რა მინუსები დავინახე დღეს ნეიტრალური მაყურებლის კუთხიდან, რომელიც არც ბმვ-ს, არც მერსედესის ფანი არაა:
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ რასაც ვწერ, ვწერ იმისათვის, რომ თუ შესაძლებელია, მომავალი ივენთებისთვის გამოსწორება, გამოსწორდეს და არა იმიტომ, რომ ვირაცის მშურს, შრომას არ ვაფასებ ან რამე მსგავსი. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა ბმვ კლუბს რომ ივენთს გაუწია ორგანიზება.
დრიფტი სანახაობრივად იყო ძალიან კარგი, მართლა ძალიან კარგი, თუმცა ორგანიზაციულად მოიკოჭლებდა სამ მომენტში საკმაოდ.
ერთი მომენტი, ეს იყო ქულების დათვლა-დაწყვილება-განხილვის გაწელილი დრო, თუმცა ეს ისეთი არაფერი.
მეორე იყო ხმალაძის 4 თუ 5 ზაეზდიანი დუელი. მის მეტოქეს (ბოდიშს ვიხდი, გვარს ვერ ვიხსენებ) მეორე ზაეზდის პირველი წრის მერე მანქანა გაუფუჭდა. ცოტა ხნის შემდეგ გამოგვიცხადეს რომ ხმალაძეს მოგება ჩაეთვალა. 5 წუთში სხვის მანქანაზე დასვეს ის ბიჭი და ხელახლა ატარეს კიდევ 4 წრე ხმალაძესთან. მერე უცბად გამოაცხადეს რომ უი, წესებში გვიწერია, რომ ფრის შემთხვევაში 2 ზაეზდზე მეტის უფლება არ გვქონიაო და ქულებით ხმალაძემ გაიმარჯვაო.
მოკლედ, ძალიან ცუდად გამოვიდა. ერთი ის, რომ არამგონია წესებში ეწეროს, რომ შუა ზაეზდში მანქანის შეცვლის უფლება აქვს მონაწილეს, მეორეც - ტყუილად რაღას ატარეთ და ატანჯინეთ მანქანები და რაღას ტანჯეთ მძღოლები? თუ ფრის შემთხვევაში 2 ზაეზდზე მეტი არ უნდა ყოფილიყო?
მესამე მომენტი იყო, წაგება-მოგების გარჩევა შუა ტრეკზე, ჩერეზ ტრიბუნები. ვინ უფრო დიდი კუთხით იდგა ზანოსში თუ ვინ უფრო ახლოს მიყვებოდა მოწინააღმდეგეს, ეს გაირჩეოდა შუა ტრეკზე. ესეც ცუდად ჩანდა მაყურებლის მხრიდან და ორგანიზაციული მინუსი იყო.
დრაგი საკმაო დაგვიანებით დაიწყო და წვიმამაც მოგვისწრო მალე. უფრო მალე რომ დაწყებულიყო, წვიმამდე მეტი და უკეთესი ზაეზდები მოესწრებოდა.
როგორც გამოჩნდა, ისევ არის წამყვანის სერიოზული პრობლემა. დრიფტისგან განსხვავებით დრაგი გაცილებით მონოტონური სანახაობაა, წამყვანის როლი დიდია. შეიზლება წამყვანი ზოგადად კარგია, მაგრამ რეალურად ინფორმაციის ნაკლებობაა.
ჩემი აზრით, აუცილებელი იყო ყველა მანქანის პატრონის სახელის თქმა გამოსვლებისას და არა 330 ვს M3 და ა.შ.
გარდა ამისა, ძალიან მარტივია ისეთი ინფოს მოგროვება მანქანებზე და მაყურებლისთვის მიწოდება, როგორიცაა არის მანქანა სტოკი თუ გაკეთებულია, თუ ცნობილია რამდენი ცხენი აქვს, რა კარობკა, თუ ცნობილია, რა არის მისი საუკეთესო დრო 402 მეტრზე და ა.შ. ძირითადი ინფო, რაც საინტერესოა და რისი მიწოდებაც სავსებით შესაძლებელია მაყურებლისათვის ზაეზდებს შორის დროში. მით უმეტეს, რომ ზაეზდებს შორის წუთზე მეტი დაყოვნება ნამდვილად იყო ხშირად და რამდენჯერმე მონო პრივოდში საკმაო დაყოვნებებიც მივიღეთ წვიმის შემდეგ.
წვიმის დროს მინი-ქაოსივით სიტუაცია შეიქმნა ტრეკზე.
მოტოების ბარნაუთზე ჯერ ისედაც ცოტა მოტოებს შორის, საკმაო ნაწილი ბარნაუთის დროს უპატრონოდ იყო, ზოგზე პატრონი იჯდა, მაგრამ ბარნაუთს არ აკეთებდა.
ასევე, მოტოების არაორგანიზებულად კატაობა ტრეკზე.
+ მაყურებლებიც აღმოჩნდნენ ტრეკზე და წამყვანი იხვეწებოდა, გადადით გზიდანო

მონო-პრივოდი გაიწელა უსაშველოდ და უაზროდ. იმ ქარში და საყინულეში კი წამყვანის თხოვნა, რომ ჰოთ ვოშს და მის ბმვ-ს დავლოდებოდით, ნამდვილად არ იყო საკმარისი, მონოპრივოდი ბოლოს უკვე ძალიან მომაბეზრებელად გაიწელა.
+ რაც შევამჩნიე მე, ხშირად მონოპრივოდში კონკურსგარეშე დგებოდნენ და დადიოდნენ მანქანები რაც ასევე დროს წელავდა და სანახაობას კლავდა.
დრაგის წაყვანის პროცესი აქტიური რომ ყოფილიყო, დამერწმუნეთ, გაცილებით მეტი მაყურებელი დარჩებოდა.
ვეღარც მე გავჩერდი ბოლოს, იმ ქარში გოგოებიც გამეყინნენ და წავედი.
ასევე, ქრონომეტრაჟის პრობლემა - კვადროებში და მონოპრივოდის ნაწილში ეკრანზე ჩანდა დროები, რაც ძალიან კარგი იყო, მონოპრივოდის მეორე ნაწილში ეკრანზე დროები აღარ ჩანდა, თუმცა წამყვანი ამბობდა, რომ გამარჯველს კვლავ დროების მიხედვით ავლენდნენ, ე.ი. ქრონომეტრაჟი მუშაობდა.
ნამდვილად ჯობდა ბოლომდე ეკრანზე ყოფილიყო ქრონომეტრაჟიც, რომ მაყურებელს ინფო სრულად ჰქონოდა.
ძირითადი ეს იყო რაც უცბად გავიხსენე.
P.S. დიდი მადლობა ჩემს რუსთაველ მეგობარ გოგონებს, რომელთა წყალობითაც დღევანდელი დღე საკმაოდ მხიარულად, სასიამოვნოდ და შედეგიანად გავატარე და 200 კმ-მდე მანძილი ტყუილად არ ვიარე
This post has been edited by Power_VANO on 22 Sep 2013, 22:15
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.