chxareli_toგაანებე სპიჩკის კოლოფ მანქანებს თავი, ჩემი რჩევა იქნება (ანუ ფიტი, კორსა, ვიტსი, მარჩი და ა.შ. მაგათი ზომის მანქანები)
3500$-ში შეიძლება ძალიან ნორმალური ოპელ ასტრა G აარჩიო. გინდა აქ, გინდა ჩამოაყვანინო. რადგან მანქანებში კარგად ვერ ერკვევი, ჯობია ალბათ რომ ჩამოაყვანინო, იმიტომ რომ, აქ 2011-2012 წლის ახალ დალეწილ მანქანებს ამთელებენ და ისე ყიდიან და ძველი მანქანების გაკეთებას რა უნდა წარმოიდგინე, არც არაფერი

ან თU ნაცნობი ხელოსანი გყავს და იმასთან შეამოწმებ კარგად, ისე რომ არ მოგატყუონ თუა მანქანა გადაკერილი, ნასვარკი, შენაღები და ა.შ. აქაც შეიძლება ყიდვა.
ეკონომიური რადგან გინდა, ძრავი აიღე 1.6 ან 1.8 მაქსიმუმ. არც უფრო პატარა ძრავი, არც უფრო დიდი
ვიდზე საკმაოდ თანამედროვე მანქანაა.
არის საკმაოდ გამძლე. იშვიათად რომ რამე გაგიფუჭდეს. თუ გაფუჭდა და შესანახადაც იაფი მანქანაა, ელიავაზე ოხრადაა დაშლილებში ყველაფერი. მაგის ნაწილებზე პრობლემა არ გექნება მოკლედ
ჟანგის პრობლემა არ აქვს - ასტრა G-ს კუზაო გალვანიზებულია და საკმაოდ კარგი დაცვა აქვს ჟანგების წინააღმდეგ.
არ არის ასანთის კოლოფის ზომა, როგორიცაა მაგალითად ფიტი, მარჩი, კორსა... ასტრაში თავისუფლად ჩაატევ მთელ ოჯახს + სრული ზომის ბაგაჟნიკიც გექნება ბარგისთვის. + არც დიდი ზომისაა რომ უხერხული იყოს ტარება. პირიქით, საკმაოდ კარგი სატარებელია.
აქვს ელექტრო ჰიდრავლიკა - საკმაოდ რბილი და კომფორტული სატრიალებელია რულიც შესაბამისად.
პადვესკა სტოკში საკმაოდ რბილი და კომფორტული აქვს, კლირენსიც საკმაო აქვს, სავსებით საკმარისი ჩვენთან სოფლის გზებისთვისაც, არ მოედები არსად.
კარობკას რადგან აქცენტს ეკონომიურობაზე აკეთებ, თუ დიდი პრობლემა არაა, მაინც მექანიკას გირჩევდი. ნებისმიერ მანქანაზე ავტომატიკა 1-1.5 ლიტრით მეტს მაინც წვავს ვიდრე მექანიკა, როგორც მინიმუმ.
This post has been edited by Power_VANO on 13 Sep 2013, 10:29
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.