/// პატარა პოსტ–სკრიპტუმს გავაკეთებდი ვისაც რეალურად აინტერესებს მდგომარეობა ჩვენს ღონისძიებებზე თუ ავტოსპორტში.......... ((
დავიწყებ დრიფტით და აკაკით - ვაფასებ მის შრომას და წინსვლას და ვულოცავ ასევე მე3 ადგილს!
კუთხეს რაც შეეხება - დრიფტში მადევარის მთავარი როლი დუელში არის ის რომ გაიმეოროს იგივე ან უკეთესად ქნას ის რასაც წინ მიმავალი აკეთებს, ანუ
თუ მიდის 50ით და ყველაფერი ნორმაში აქ - შენც უნდა გაყვე 50ით და დაუმატო კუთხე და ბოლი, რაც შედარებით ნაკლები ქულებით ფასდება ვიდრე დრიფტში სიჩქარე...
როდესაც წინ მიდიხარ (თუ მაგის შესაძლებლობა გაქვთ) წადით 100ით და კუთხეც მაგარი გქონდეთ, ტრაექტორიაც და ბოლიც! იმედია გასაგებად დავწერე მთავარი პრინციპები დრიფტის...
არანაირად არავინ არ ამბობს და ვერც იტყვის რომ კუთხეს მნიშვნელობა არა აქვსო, მაგრამ ქულების სისტემით დრიფტის სიჩქარე უფრო მეტად ფასობს, რის გამოც მოიგო ირაკლი ბერულავამ...
დრაგი!
ჩვენ BCG ვაწყობთ ღონისძიებებს იმისთვის, რომ მაყურებელმა ისიამოვნოს და თუ BMW–ს ბრენდის ავტომობილები არ იმარჯვებენ ამ ღონისძიებებზე – ჩვენსკენ თითს ნუ გამოიშვერთ!
ჩვენ ვერავის დავაძალებთ და მუხლებში ვერ ჩავუვარდებით – შენ შემოგევლე ეგ 50 ათასიანი ავტომობილი დაშალე და გამოიყვანე დრაგისთვისთქო...
იმედია BMW–ები როგორიცაა BMW e90 M3 ESS / BMW E36 2.5 Turbo / BMW E46 2.5 Turbo და სხვები მალე გამოვლენ ასპარეზზე და ღირსეულად გასცემენ პასუხს ტანგების თარეშს ჩვენს მოედანზე!
დანარჩენი:
ავტოდრომმა, როგორც ყოველთვის ფეხებზე დაიკიდა თავისი მოვალეობები, კერძოდ კი: ელ.ენერგია და დაცვა, რის გამოც საშინელ დღეში ჩავარდა დრაგის სტარტის ტერიტორია!
და შეუძლებელი გახდა მონაცემების წამყვანისთვის მიწოდება, რის გამოც ბევრად უინტერესო ხდება დრაგი...
ავტო კლუბებმა – ზოგისთვის ძალიან დიდი წოდებაა ეს სახელი!
ელემენტარულ გასართობ ღონისძიებაზე, სადაც თოკის გაქაჩვა იქნებოდა თუ სხვა მხიარული ღონისძიებები (რომელიც შედარებით ნეიტრალური მაყურებლის გასართობად დაიგეგმა)
დაიკიდეს და არ დაგვიდგნენ გვერდში... რატომ ? გაგიხარდათ რომ ჩავარდა ეგ ნომრები? ესაა უპატივცემულობა და მეტი არაფერი, რაც იწერება და ფიქსირდება ყველგან!
არავინ არ თქვას რომ ავტოსპორტში ხალხის მოსაზიდად კლუბიდან ფეხით 5 კაცი ვერ გამოიყვანეთ გასართობ შოუზე!!! თუ თქვენ მოაწყობთ კარგ ღონისძიებებს და იქ გაართობთ ხალხს?!
ამინდზე უბრალოდ არც ვიცი რა ვთქვა )))))) არვიცი ჯადო გვყავს / გვაქვს კლუბში თუ ვინმეს ისე უნდა ჩვენი ცუდი რომ ბაყაყებს ხოცავს ))))) მთავარია რომ მუშაობს ))))
ფაქტი კი ერთია – ჩვენი რაიმე ჩავარდნით ვერავის ვერაფერი მოემატება ცუდის მეტი... :|
კარგიც მოხდა ბევრი რამ:
"გაგვეზარდნენ" კლუბები სხვადასხვა ქალაქებში, რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდებიან!
BMW Club Georgia - RUSTAVI / BMW Club Georgia - POTI / BMW Club Georgia - KUTAISI და მალე კიდევ შეემატებიან!
შაბათს კი 17 საათზე გვქონდა დათქმული მსვლელობაზე გასვლა. (დიდი მადლობა პატრულს თანადგომისთვის)
16:15–ზე 1/2 კილომეტრზე 4 რიგში გატენილი იყო BMW-ებით, რომელთა კონტროლი შეუძლებელი გახდა და საპატრულომ გვითხრა, რომ 45 წუთით
ადრე უნდა გავსულიყავით დათქმულზე ))) დიდი მადლობა 100ულობით მონაწილეს! (BMW–ს მსვლელობის მსოფლიო რეკორდი იყო 178 და ისიც უჯიშო ისეტებით)
დიდი მადლობა მაყურებელს! დიდი მადლობა სპონსორებს! და იმედია საქართველოში ოდესმე შრომა დაფასდება და ეს ქაქის ფენა რაც
პადნოჟკებში გამოიხატება ჩაირეცხება წარსულში და მოვა თანადგომის და შრომის ხანა! (ვიოცნებოთ ცოტა)
ბოდიში რომ გაღიზიანებული პოსტია, მაგრამ 22 სექტემბერი წლის დასაწყისშივე დაიგეგმა და ბოლო 2 თვე ამის ფიქრში ვიყავი დეტალურად, რაშიც ბევრმა მოქაქა თუმცა ეგეც არაუშავს!
ყველაზე დიდი მადლობა კი ყველა BMW CLUB GEORGIA–ს წევრს, რომლებიც ღამის თევით და დილიდან საღამომდე ერთგულად იდგნენ თავის პოზიციებზე.
ბევრმა მათგანმა ღონისძიების მცირედიც კი ვერ ნახა იმისთვის რომ მაყურებელს ესიამოვნა! სწორედ მაგ ბიჭებითაა BCG ძლიერი!
მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
გამარჯვებულებს კი ვულოცავთ გამარჯვებას!
ფოტო და ვიდეო მასალებს ყოველდღიურად ვდებთ ჩვენს გვერდზე...
https://www.facebook.com/BMW.Georgia This post has been edited by GT_714 on 27 Sep 2013, 21:48