მოვყვები ჩემს ისტორიას...
დილის 9-ის ნახევარზე ავედი და უკვე დიდი რიგი იყო, მე ტრანზიტებზე ვიყავი და გასაბაჟებლად ბოლო დღე მქონდა....
რიგი ტრასიდან იწყებოდა... პატრულს ვკითხე მეთქი ტრანზიტებზე ხომ ურიგოდ უშვებენ მეთქი და არაო, იდექი მანდო!
მერე ვიღაც კეთილმა ადამიანმა მითხრა რომ ურიგოდ ადიოდნენ ტრანზიტებიო და მეც ვისარგებლე სიტუაციით და ავაჭერი ურიგოდ... გასაბაჟებლის დათვალიერებაზე რიგები არ იყო, ეგრევე დაათვალიერეს და გამიშვეს ნომრების ასაღებად.
9 საათზე ზევით ვიდექი და სააგენტოს მუშაობის დაწყებას ველოდებოდი ნახევარი საათი. უკვე ბევრი ხალხი იყო შესასვლელთან

გვერდით დავდექი ინვალიდების შესასვლელ კართან და როგორც კი დრო მოვიდა და კარებები გააღეს წავიდა ზედახორა მთავარ კარებში

ორივე მხრიდან აწვებოდნენ და კარები ვაფშე გაიჭედა

მე ეგრევე შევვარდი ინვალიდების შესასვლელი კარიდან და მომყვა კამანდა უკან

იქვე მდგომმა როჟამ მომცა რიგის ნომერი და 15 წუთში ნომრები ხელში მეჭირა.
!!! მაგრამ !!!
მე მჭირდებოდა ორივე კვადრატული ნომერი (უფასო), მაგის ფულიც გადავიხადე ბანკში და ოპერატორს რომ მვადექი მეუბნევა კვადრატულს ვერ მოგცემთო, არ ვბეჭდავთო ჯერო, მხოლოდ ფასიანები იბეჭდებაო

ქვითარი შეინახეო და 2 კვირის მერე გამოიარეო, ეხლა ესენი მიაყენეო, სხვა გზა არ არისო

რაღა დამრჩენოდა, გამოვედი და მივაყენე ნომრები. მივაყენე თუ არა ჩემი გვარიც ამოიკითხეს და ტექ პასპორტიც მომცეს...
11-ის 15 წუთზე გამოვგაზე ბედნიერმა რომ რიგებს გადავურჩი

ესეც ჩემი მეუღლის მარჩის ფოტოები "დროებითი" ნომრებით
