ეტაპების მიხედვით ჩამოვწერე იმედია გამოადგება ვინმეს

პრაქტიკის თეორია. ზოგი სიტყვა ქართულად არ მიწერია და ნუ მიწყენთ
დაწყებამდე: 1.ვასწორებთ სიდენიას სასურველ ზომაზე პედლებს კარგად რომ ვწვდებოდეთ
2.ვასწორებთ გვერდითა სარკეებს, ორივე სარკეში უნდა ვხედავდეთ მანქანის უკანა ბორბლებს კარგად
3.უკანა ხედვის სარკე თუ გინდათ გაასწორეთ რავიცი მე არ გამისწორებია
დაძვრა: 1.დაძვრისას ვადკავთ კონუსს(ცეპლენიას) ფეხს ბოლომდე და მანქანის სიჩქარეს ვაგდებთ ნეიტრალურში(ხალასტოი)
2.ვქოქავთ მანქანას ისე რომ კონუსზე(ცეპლენიაზე) და ტორმუზზე ფეხი გვიდგას
3.სიჩქარე გადავართოთ პირველში
4.ჩავწიოთ ხელის მუხრუჭი (ე.წ რუჩნოი)
5.ავუშვათ ტორმუზს ფეხი და ნელნელა კონუსსაც(ცეპლენიასაც)
P.S გაითვალისწინეთ ბოლომდე ჩაწიეთ ხელის მუხრუჭი(რუჩნოი)!!! კარგად დააწექით!
ავტოფარეხში(გარაჟში) უკუსვლით შეყენება: 1.მოცემული ვიდეოს ლინკი გამოგადგებათ, ოღონდ მე ასე ვაკეთებ: უკანა მარჯვენა კარების "ფორთოჩკაში" დავინახავთ ჯოხს, რულს ვატრიალებთ მარჯვნივ ბოლომდე და ვიწყებთ უკუსვლით მოძრაობას, შემდეგ როდესაც ხაზის პარალელურად იდგება მანქანა ანუ სწორად, ვასწორებ რულს(ანუ 2 ბრუნი უკან) და პირდაპირ შემყავს მანქანა. არანაირი ჯოხების დამალვებს არ ვუყურებ
https://www.youtube.com/watch?v=5H3WFmdKpcYზიგზაგი:ნუ აქ ასახსნელი აღარაფერია, ეს დავალება უფრო პირად ინტუიციაზეა დამოკიდებული და მგრძნობელობაზე თუ როდის უნდა მოუხვიო
ჩიხი: 1.ჩიხში შესვლისას როდესაც გვერდითი მარჯვენა სარკე გაუსწორდება მარჯვენა მხარეს ჩარჭობილ მეორე თეთრ ჯოხს მაშინ ვიწყებთ მარცხნივ მოძრაობას
2.ვაჩერებთ ცეპლენია+ტორმუზით
3.არ დაგვავიწყდეს რულს ვატრიალებთ ბოლომდე მარჯვნივ
4.გადავრთავთ სიჩქარეს უკუსვლით მოძრაობისთვის ე.წ ზადნი
5.ვიწყებთ უკუსვლით მოძრაობას
6.შემდეგ ისევ რულს ვატრიალებთ მარცხნივ ბოლომდე,გადავრთავთ პირველ სიჩქარეში,ვუშვებთ ტორმუზს ფეხს და ნელნელა ცეპლენიასაც.. და გამოვდივართ ჩიხიდან
რვიანი: ნუ აქ ასახსნელი აღარაფერია, ეს დავალება უფრო პირად ინტუიციაზეა დამოკიდებული და მგრძნობელობაზე თუ როდის უნდა მოუხვიო
აღმართი:რვიანიდან გამოსვლისას ვეცადოთ რომ სანამ აღმართამდე მივალთ მოვუხვიოთ მარჯვნიდან(შორიდან) რომ მანქანის უკეთ გასწორება მოვასწროთ და სწორად ავიდეთ აღმართის სდექ ხაზამდე. თუ დაგვჭირდა აღმართში ასვლისას გაზიც მივახმაროთ მანქანას
1.სდექ ხაზთან მისვლისას ვაჩერებთ მანქანას ცეპლენია+ტორმუზით
2. სდექ ხაზთან მისვლისას ამოვწევთ ხელის მუხრუჭს(რუჩნოის) ბოლომდე! კარგად ამოწიეთ შეიძლება მანქანა დაგიგორდეთ
3.ავუშვათ ტორმუზს ფეხი
4.ცეპლენიას ნელნელა ავუშვათ ფეხი რომ მოვნახოთ მანქანის მოდების წერტილი
5.ვაჭერთ გაზის პედალს ფეხს და ისარი აგვყავს 20-30-ს შორის
6.ჩავწევთ ხელის მუხრუჭს(რუჩნოის) და ავუშვათ ცეპლენიას ფეხი+მივადგათ გაზის პედალს ფეხი(ერთდროულად უნდა მოხდეს)
P.S გაითვალისწინეთ ბოლომდე ჩაწიეთ ხელის მუხრუჭი(რუჩნოი)!!! კარგად დააწექით!
შუქნიშანი: თუ ანთია წითელი ვჩერდებით სდექ ხაზთან,თუ მწვანე გაუჩერებლად გავივლით
პარკინგი: 1.ცეპლენია+ტორმუზით ვჩერდებით პარკინგის სდექ ხაზთან
2.რულს ვატრიალებთ მარჯვნივ ბოლომდე
3.მანქანის სიჩქარეს ვრთავთ უკუსვლით რეჟიმში და ვიწყებთ უკუსვლით მოძრაობას
4.როდესაც მარცხენა გვერდით სარკეში დავინახავთ მესამე ჯოხს რულს ვასწორებთ(ანუ 2ჯერ ვატრიალებთ მარცხნივ)
5.შემდეგ ისევ ვიწყებთ უკუსვლით მოძრაობას და ისევ მარცხენა გვერდით სარკეში უკანა საბურავი რომ გადაკვეთავს ხაზს მანქანას ვაჩერებთ ცეპლენია+ტორმუზით
6.შემდეგ რულს ვატრიალებთ მარცხნივ ბოლომდე და ისევ ვიწყებთ უკუსვლით მოძრაობას
7.მანქანას სწორად რომ ჩავაყენებთ ამოვწევთ ხელის მუხრუჭს, სიჩქარეს ჩავაგდებთ ნეიტრალურში(ხალასტოი) და პედლებს ვუშვებთ ფეხს..
8.გამოსვლისას რულს ვატრიალებთ მარცხნივ ბოლომდე, ვაჭერთ ცეპლენია+ტორმუზს,მანქანის სიჩქარეს ვრთავთ პირველში, ჩავწევთ ხელის მუხრუჭს ბოლომდე, ავუშვებთ ტორმუზს ფეხს და ნელნელა ცეპლენიას.. ვიწყებთ გამოსვლას
P.S გაითვალისწინეთ ბოლომდე ჩაწიეთ ხელის მუხრუჭი(რუჩნოი)!!! კარგად დააწექით!
მანქანის საწყის ადგილზე მიყვანა: 1.სიჩქარეს ვტოვებთ პირველში
2.ხელის მუხრუჭს ამოწევთ
3.ცეპლენია ტორმუზს ფეხს არ ვუშვებ
4.ჯერ ვაქრობთ მანქანას და მერე ვუშვებთ პედლებს ფეხს..
კანეც
ეს დეტალები არ უნდა დაგვავიწყდეს