პრაქტიკული გამოცდა:სიტუაცია 1„უკუსვლით პარკირება“ (ბოქსი ავტომობილის უკუსვლით დასაყენებლად)უკუსვლით გადაცემის სიჩქარეში გადართვის შემდგომ, მანევრის დაწყებამდე ან მანევრის შესრულებისას, ავტომობილი არ უნდა
დაგორდეს დასახული მიმართულების საპირისპიროდ 30 სმ-ზე მეტ მანძილზე. შემოსაზღვრულ უბანში (ბოქსში) ავტომობილის უკუსვლით შესვლა უნდა განხორციელდეს უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით. ბოქსში გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მთლიანად მოექცეს ბოქსის შიდა არეალში. ავტომობილის ბოქსიდან გამოსვლა უნდა განახორციელდეს მხოლოდ ამ დადგენილი მოთხოვნის შესრულების შემდგომ. ბოქსში უკუსვლით შესვლა უნდა განხორციელდეს გვერდით
და უკანა მხარეს არსებული საზღვრების (მონიშვნების) ფარგლების
გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე. ბოქსიდან გამოსვლა უნდა განხორციელდეს გვერდითი და უკანა მხარეს არსებული საზღვრების (მონიშვნების) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან
შეჯახების გარეშე;
სიტუაცია 2„ზიგზაგი“ელემენტის შესრულება უნდა დაიწყოს შუაში არსებული პირველი მონიშვნის (სადგარის) მარცხენა მხრიდან შემოვლით. ელემენტის შესრულებისას ავტომობილმა უნდა იმოძრაოს ზიგზაგურად, შუაში არსებულ მონიშვნებს (სადგრებს) შორის. „ზიგზაგში“ მოძრაობა უნდა განხორციელდეს ელემენტის საზღვრების (მონიშვნების) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე ელემენტის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ უნდა შეწყდეს (გაჩერდეს) დასახული მიმართულებით ავტომობილის მოძრაობა. ელემენტის შესრულებისას
აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა.
სიტუაცია 3 „მოძრაობის მიმართულების შეცვლა“ („შეზღუდული სიგანის
შემოსაბრუნებელი უბანი“)ელემენტის შესრულება უნდა დაიწყოს შემოსაზღვრული უბნის წინა მარჯვენა მხრიდან. ელემენტის შესრულებისას, დადგენილი
ტრაექტორიის შესაბამისად, წინ მიმართულებით მოძრაობა უნდა განხორციელდეს სიჩქარის გადაცემათა ერთჯერადი გადართვით. ელემენტის შესრულებისას, დადგენილი ტრაექტორიის შესაბამისად,
უკან მიმართულებით მოძრაობა უნდა განხორციელდეს სიჩქარის გადაცემათა ერთჯერადი გადართვით. ელემენტი უნდა შესარულდეს შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე.ელემენტში შემობრუნება უნდა განხორციელდეს ისე, რომ ავტომობილის გარეთა კონტურები მთლიანად მოექცეს შემოსაზღვრული უბნის შიგნით. ელემენტის შესრულება უნდა დასრულდეს საწყისი მხარის პარალელური მარცხენა მხრიდან შემოსაზღვრული უბნიდან ავტომობილის სრულად გამოსვლით.
სიტუაცია 4„რვიანი“„რვიანში“ მოძრაობა უნდა დაიწყოს შემოსაზღვრული უბნის მარჯვენა მხრიდან. „რვიანში“ მოძრაობა უნდა დასრულდეს შემოსაზღვრული უბნის საწყისი მხარის პარალელური მარცხენა მხრიდან, შემოსაზღვრული უბნიდან ავტომობილის სრულად გამოსვლით. ელემენტის დაწყებიდან მის დასრულებამდე ავტომობილმა არ უნდა შეწყვიტოს (გაჩერდეს) დასახული მიმართულებით მოძრაობა. ელემენტი უნდა შესრულდეს შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების
გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე. ელემენტის შესრულებისას აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა;
სიტუაცია 5„აღმართიანი უბანი“ელემენტის დასაწყებად, ავტომობილი უნდა გაჩერდეს აღმართზე „სდექ“ ხაზთან (მაგრამ არანაკლებ ხაზამდე ერთი მეტრისა. ელემენტის დაწყებისას, „სდექ“ ხაზიდან დაძვრისას, ავტომობილი არ უნდა დაგორდეს უკან 20 სმ-ზე მეტ მანძილზე..
სიტუაცია 6„პარალელური პარკირება“ელემენტის შესრულების დაწყებისას, უკუსვლით მოძრავმა ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს შემოსაზღვრული უბნის გარეთ წინ და მარჯვნივ არსებული მონიშვნები. შემოსაზღვრულ უბანში შესვლისას, პარკირებისას, აგრეთვე შემოსაზღვრული უბნიდან გამოსვლისას ავტომობილმა უნდა იმოძრაოს ისე, რომ არ გადაკვეთოს ან/და არ შეეჯახოს შემოსაზღვრული უბნის მონიშვნებს. პარალელური პარკირების უბანში გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მთლიანად მოექცეს შემოსაზღვრული უბნის შიდა არეალში. შემოსაზღვრულ უბანში პარკირების დასრულების შემდგომ მის გამოსვლამდე სავალდებულოა ავტომობილის ხელის მუხრუჭის გამოყენება;

გარდა ამ განსაზღვრული მოთხოვნებისა, პრაქტიკული გამოცდის მსვლელობისას, სავალდებულოა დაცულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) მძღოლობის კანდიდატს გამოცდის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ უნდა გამოერთოს ავტომობილის ძრავი;
ბ) მძღოლობის კანდიდატს გამოცდის დაწყებიდან მის დასრულებამდე შეკრული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ღვედი;
გ) ავტომობილმა არ უნდა იმოძრაოს აწეული ხელის მუხრუჭით;
დ) გამოცდის მსვლელობისას, მძღოლობის კანდიდატს არ უნდა დაუგორდეს ავტომობილი;
ე) გამოცდის მსვლელობისას ელემენტების პარალელური პარკირებისა და აღმართზე მოძრაობის გარდა, არ უნდა იქნეს გამოყენებული ხელის მუხრუჭი;
ვ) დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეასრულოს ამ მუხლით განსაზღვრული ყველა ელემენტი და მოთხოვნა;
ზ) საგამოცდო მოედანზე შუქნიშნის არსებობის შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია დაემარჩილოს მის მოთხოვნებს;
თ) მთელი გამოცდის მსვლელობისას ავტომობილმა უნდა იმოძრაოს მდორედ (ძიგ-ძიგის გარეშე).
ი) ელემენტები უნდა შესრულდეს თანმიმდევრულად, ავტომობილში დამონტაჟებული ელექტრონული სისტემის ხმოვანი სიგნალის ან გამომცდელის მითითების შესაბამისად, ამასთან გამომცდელის მითითების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გამომცდელის მითითებას.
კ)
„B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის შეფასება ხორციელდება შემდეგი წესით:
გამოცდის დაწყებამდე მძღოლობის კანდიდატს ენიჭება 100 ქულა.პრაქტიკული გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მძღოლობის კანდიდატი ყველა ელემენტისა და მოთხოვნის შესრულების შედეგად არ დააგროვებს
39-ზე მეტ საჯარიმო ქულას და, ამასთან, არ მოხდება მისი დისკვალიფიკაცია პრაქტიკულ გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში კანდიდატს შეუძლია ხელმეორედ
გამოცდაზე გასვლა 7 დღის შემდეგ.
იმ შემთხვევაში თუ 1 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, მძღოლობის კანდიდატი თეორიულ გამოცდას აბარებს თავიდან.გისურვებთ წარმატებებს!