ხოოოდა, წამოვხტი დილით შვიდ საათზე და წავედი პრაქტიკის გაკვეთილზე,
მერე რუსთავში უნდა წავსულიყავი და თურმე ფორმა ასი სახლში დამრჩა. (1 დათარსვა).
ნუ კაი, გამომიტანეს. მერე პრაქტიკის ფულის გადახდა დამვიწყებია, მივბრუნდი(კიდე დათარსვა).
დაქალმა გადამაგდო ვეღარ გამომყვა(+დათარსვა). აღარ ვაპირებდი და შემიკიკინა ახლა მე ვიგრძნობ თავს დამნაშავედ,,წადი გინდა თუ არაო.
წავედი. საშინელი ამინდი, უუუუუამრავი ხალხი.
აქ მე ვერ დავდგებითქო სურათებს ვუგზავნიდი და კიდე
დამცეცხლა მანდ მისული არ წამოხვიდე ახლა უკანო.
მერე ამ ხალხში შევერიე და ვინ საით მიმათრევდა არ ვიცი, როგორ გადავიტანე მიკვირს. ხან წინ ვიყავი,,ხან უკან, ხან გვერდით.
მერე 2 მდეა რეგისტრაციაო გამოაცხადეს.
ეს ხალხი შეგვიშვით შეგვიშვითო ყვიროდა.
ერთ აქტიურ ქალს შევეტენე და ეს "შეგვიშვით ყველა"ს ძახილი არ გამოგვადგება, რამე რეალური მოვითხოვოთ და ძაან სახეებით რო დგანან ეს დაცვები, უნდა შევუფუცხუნოთ რო უფროსობამდე მივიდეს ხმათქო.
ხოდა მოვითხოვოთ გაზარდონ ერთი საათით მაინც რეგისტრაციის ვადათქო.
ხოოდა დამიჯერა ამ ქალმა,,ასკანდირდა, ავყევი მეც, სხვებიც და ვიღაც სალიდნები ჩამოვიდნენ "მოლაპარაკებაზე".
ვიღაც იმათ წარმომადგენელი მეუბნება, პროგრამა ითიშებაო, ჩვენ რა შეგვიძლიაო, მეთქი რას მაბოლებ, დაურეკეთ პროგრამისტს, განსაკუთრებული მდგომარეობა გაქვთ ახლა და განსაკუთრებულ რეჟიმში უნდა იმუშაოთთქო, მასე ვიშორებ ხოლმე სამსახურში მეც კლიენტებსთქო, გვატყუებენ ხააააააალხო(ბესელია)თქო
მოკლედ გადააცილეს მართლაც ამ რეგისტრაციის ვადას მაგრამ რად გინდა, ზუსტად შესასვლელთან მისული ვიყავი და შეკრეს ჯებირები კარგად იყავითო.
აი ზუსტად ჩემი შესვლის რიგზე.
მერე იმ აქტიურმა ქალმა შემოაგდო თემა, ქალები მაინც შეგვიშვითო(4-5 ვიყავით) იქვე წინ.
კი არ მიყვარს ეს ქალობით სპეკულირება მაგრამ
შევატყვე ჭრიდა და ავყევი მეც.
დაცვებმა აი კაცები თუ დაგითმობენ თქვენ რამდენინე გოგოს,, კაიო.
კაცებმა დაგვითმეს(ქალს უნდა დაუთმოო 2 წლიდან უნერგავდნენ და აბა რას იზამდნენ).
ვაიმე არც კი მჯეროდა რო შევედი(შენობაში კი არა ოღონდ, ნურას უკაცრავად, შენობამდე კიდე კაი გრძელი რიგი იყო, ოღონდ ნუ მანდ უკვე სამშვიდობოს იყავი).
მერე შიგნით შენობაშიც ჯებირები და რიგი ბანკამდე. სხვათაშორის სტუდენტი მიწერია პირადობაზე, რეალურად აღარ ვარ უკვე,დავამთავრე, მაგრამ მაინც 16 გადამახდევინეს (ძლივს ერთი გამიმართლა მაგრამ თან შემეშინდა, აქ ხო არ დამეხარჯა მთელი დღის იღბალი, გამოცდაზე არ ჩავიჭრათქო

)
კიდე რიგი რეგისტრაციამდე.
დავჯექი როგორც იქნა ფოტოს გადასაღებად(ამოსუნთქული)
თან აი ის ბოლო რამდენიმე გოგოღა ვართ და მთავრდება და უიო პირადობაში მისამართი არ გიწერიათ და ვერ გაივლით რეგისტრაციასო
:შოკი შოკი კანკალი ბრაზი:
მაგრამ გამოსავალი აღმოჩნდა ვინმე ნაცნობმა რომ მომცეს უფლება მის მისამართზე დავრეგისტრირდე, ეს გულისხმობს იმას რო ჩემი
ჯარემები იმას მიუვა სახლში.
ბოლო რამდენიმე ადამიანიღა ვიყავით, ერთმა ეგრევე ჭერს დაუწყო თვალიერება(მე არ მითხრასო), ვერც ვთხოვდი ვერავის არ შემიძლია, (აქ იმ ზემოთხსენებულ გადამგდებ დაქალთან დარეკვა და გამოთათხვა

)
აი ახლა უნდა ვიყოჩაღო მეთქო ვიფიქრე, ჯერ აქეთ ვიხვეწე რეგისტრატორებთან,,ათ წთ დამელოდეთქო, იმათ კიდე ვიღაც უფროსთან შეათანხმეს.
მივდექი მივდექი, თვალები ავაჟუჟუნე და ვიშოვე ვიღაც

შევკინკილდი სულ ბოლო ამ გამოცდის ოთახში, მარტო ვიყავი,
დამკვირვებელმა :მეზიზღები, ყავა მინდა, ტუალეტში მინდა: მზერა მტყორცნა.
დავჯექი,,5 წთში ჩავაბარე (30/29).
და წამოვედიიიი.......
))))))))))