http://teoria.on.ge/tickets/2აი ნახეთ რა კარგად არის შეცვლილი ბილეთების ვიზუალი,ძალიან მომწონს

რეალური ქუჩები და მარეგულირებლის ხელებიც გარკვევით ჩანს საით აქვს გაშვერილი

ნახეთ უბრალოდ თვალი გადაავლეთ და რას დაინახავთ ამაში გართულებულს მითხარით,იქნებ მე ვერ ვხედავ

ძალიან გამარტივუბულია ჩემი აზრით და თან სასიამოვნოა ასეთი კარგი ფოტოების ყურება

და კიდევ,ის რომ პასუხის ვარიანტები იცვლება და სტანდარტული არ იქნება ძალიან მაგარია.იმდღეს ვუყურე რაღაც რეპორტაჟი იყო,ქუჩაში მძღოლებს ეკითხებოდნენ ძაან ელემენტარულ ამკრძალავ ნიშნებზე და აზრზე არ იყვნენ რა რას ნიშნავდა. მაგათ უნდა ქონდეთ მარტვის მოწმობა? ვინც ნამდვილად იცის წესები იმასაც არ აქვს უსაფრთხო მოძრაობის რამე გარანტია :/ ხოდა ამის მერე დაზეპირებით ვერავინ აიგებს მოწმობას და მოგიწევთ გააზრებით სწავლა

მოკლედ, ძალიან კარგი ცვლილებაა და ამით მოვრჩები
varzenda ma lappu:*...
........................................
სულ ერთი პეშვი მზე გდია გზისპირ
და ხვლიკი
სწორედ ამ მზეზე თბება:)